კალათბურთი

ლეგიონერები

შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "უნიკახასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მეორედ მოგებასთან. პირველად 2022 წელს გაიმარჯვა, მეორედ 2024 წლის 28 აპრილს ითამაშა ფინალი, . მისი "ტენერიფე" "უნიკახას" დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე 80:75 დამარცხდა. მალაგელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

გიორგი შერმადინი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მან 31 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მოაგროვა. შერმადინის ანგარიშზე 5-დან 5 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო იყო.

"უნიკახას" გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა პერიმეტრიდან ზუსტმა თამაშმა. მალაგელებმა 14 სამქულიანი ჩააგდეს. გამოცდილმა ნიჰად
დედოვიჩმა 5-დან 4 სამიანი გამოიყენა, რითაც მალაგელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

GBF.GE