შერმადინის 14 ქულა და "ტენერიფეს" რევანში "უნიკახასთან"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებისთვის გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" "უნიკახას" რევანში ესპანეთის ჩემპიონატში აუღო. ისე დაემთხვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამ გუნდების შეხვედრიდან 3 დღეში "ტენერიფე" და "უნიკახა" ერთმანეთს ესპანეთის 31-ე ტურში შეხვდნენ. მატჩი უაღრესად დაძაბული გამოდგა, რომელიც მასპინძელი ტენერიფელების ერთქულიანი გამარჯვებით – 87:86 დასრულდა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:47 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მის ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა და
დაფარება იყო. შერმადინმა 7-იდან 6 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. გიორგის არც ერთი ჯარიმა და 2 დაკარგვა არ ჰქონდა, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 26 იყო. ქართველი კალათბურთელი როგორც ამ მაჩვენებლით, ისე ქულებით, მხოლოდ თანაგუნდელ მარსელო უერტასს ჩამორჩა. ბრაზილიელმა თამაში 22 ქულით, 4 მოხსნითა და 6 პასით დაასრულა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 27 იყო.

"ტენერიფეს" 20 მოგების წილ 11 მარცხი აქვს და ცხრილში მე-4 პოზიციაზეა. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება, მომდევნო შეხვედრას კი გიორგი შერმადინის გუნდი 5 მაისს, სტუმრად "ბრეოგანთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული