02:05 05-02-2025
"კვარამ" შეუცვლელად ითამაშა - პსჟ-მა "ლე მანს" მოუგო და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობაში როტაცია განახორციელა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში დააყენა. როგორც მოსალოდნელი იყო სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და დუემ დააწინაურა. ხვიჩა თამაშის გამწვავებას ცდილობდა, მისი კარგი პასი პარტნიორმა ვერ გამოიყენა, თვითონაც დაარტყა კარში, მაგრამ მიზანს ააცილა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, თუმცა ერთფეროვნად უტევდა. „კვარამ“ მეილიუ მახვილი კუთხიდან მეკარე ატფუსთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მან გატანა ვერ შეძლო. შეცვლაზე შესულმა ბარკოლამ კი მეტოქის დაცვა გაარღვია და ანგარიში გაზარდა. მერე ქართველმა ამჯერად ჰაკიმი გაიყვანა მეკარესთან ერთი ერთზე და ვერც მან ვერ მოახერხა გატანა. ბოლოს სტუმრებმა სახიფათო მომენტი შექმნეს - დუეს ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარე საფონოვმა მოიგერია და საბოლოოდ - 0:2.
მომდევნო მატჩს პსჟ 8 თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამეერთე ტურში „მონაკოს“ უმასპინძლებს.
ლე მანი. „მარი მარვინგტი“
ლე მანი - პსჟ 0:2
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 ბარკოლა (71)
მკითხველის კომენტარები / 36 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
არ ვიცი ბევრის დაწერილი წავიკითხე და მგონი თამაშისთვის უმეტესობას არ უყურებია. Mინიმუმ 3 აშკარა საგოლე მომენტი გაანიავეს კვარას პასების ერთი ერთზე გასულებმა და ბევრი კიდევ დაახაიეს თითქმის ცარიელებმა. Kვარას ერტს ვურჩვედი რომ ცოტა უფრო მეტი იმოძრაობს, ხშირად ბურთს რომ გუნიდ დაკარგავს მოსეირნობს უკან, რასაც ბევრი მწვრთნელი ვერ იტანს თანამედროვე ფეხ ბურთში. ასევე სამუშაო აქვს კვლავ შორიდან დარტყმებზე რადგან ე.წ. "პოდიომით ბურთს საერთოდ ვერ ურტყამს კარში, შულ ჩახვევა ჩაბზრიალებას ცდილობს. ფიზიკა კვლავ მოსამატები აქვს.
36
5
ზოგიერთი ვაზელინა ქართველი უცხოელებს აქებს და კვარას აკრიტიკებს. კვარამ ამ თამაშში რიგ მომენტებში ძალიან მაგარი ტექნიკური და ინტელექტუალური ნაზავი დადო. ბარკოლასნაირად ათჯერ მაინც შეირბინა, არც ერთხელ არ მისცეს პასი რასისტმა შავკანიანებმა.
33
11
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული