NBA-ს 14 კლუბი წამგებიანია

AutoSharing Option
კონფიდენციალური ფინანსური ანგარიშების მიხედვით, რომელიც ESPN-ის ჟურნალისტს ჩაუვარდა ხელში, NBA-ს 30 კლუბიდან 14-მა 2016-17 წლების სეზონი წაგებით დაასრულა.

ცხრა კლუბი მინუსში მას შემდეგაც კი დარჩა, როცა ლიგისგან მიიღეს საერთო შემოსავლისგან საკუთარი წილი. ეს გუნდები გახდნენ: "კლივლენდი", "ბრუკლინი", "სან ანტონიო", "ატლანტა", "დეტროიტი", "მემფისი", "მილუოკი", "ორლანდო" და "ვაშინგტონი".

ადრე იტყობინებოდნენ, რომ "კავალიერზის" დანაკარგებმა 2015-16 წლების სეზონში 40 მილიონი დოლარი შეადგინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული