NBA. რეგულარული: ტომპსონის შედეგიანი მატჩი და უესტბრუკის დაბრუნება სახლში [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 იანვარს, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

"კლივლენდ კავალიერსმა" სტუმრად "დეტროიტი" ოვერტაიმში ანგარიშით 115:112 დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 102:102 დასრულდა.

მატჩში ყველაზე მეტი, 35 ქულა ტრისტან ტომპსონმა ჩააგდო, რომელმაც საკუთარ მონაგარს 14 მოხსნა, 3 პასი, 3 ბლოკი და 1 ჩაჭრა დაუმატა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტომპსონის კარიერაში ყველაზე შედეგიანი მატჩი გამოდგა.

"დეტროიტიდან" ანდრე დრამონდი და დერიკ როუზი გამოირჩნენ. დრამონდმა 28 ქულა და 23 (!) მოხსნა მოაგროვა, ხოლო როუზმა 27 ქულა ჩააგდო.

"ოკლაჰომამ" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და ანგარიშით 113:92
დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 34 ქულა რასელ უესტბრუკმა ჩააგდო, რომელიც გასულ სეზონში "თანდერის" ღირსებას იცავდა, თუმცა ეს ყოფილი გუნდის დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"ოკლაჰომას" ფანები თბილად შეხვდნენ გუნდის ყოფილ ლიდერს და თავად უესტბრუკიც მიესალმა მათ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ფილადელფია-ბოსტონი 109:98
მინესოტა-პორტლენდი 116:102
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული