"მემფისმა" "ლეიკერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა, 103:93 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო ხავიერ ტილმანი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 13 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 18 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

"ლეიკერსის" შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა 28 ქულა, 12 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

რუი ჰაშიმურამ აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად,
სერიაში ანგარიში 1:1 გახდა, 23 და 25 აპრილს კი "გრიზლს" საკუთარ კედლებში უმასპინძლებს.

სხვა შეხვედრები:

"მილუოკი ბაქსი" - "მაიამი ჰიტი" - 138:122 (სერიაში ანგარიშია 1:1).

"დენვერ ნაგეტსი" - "მინესოტა ტიმბერვულვზი" - 122:113 (სერიაში ანგარიშია 2:0).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული