ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" ესტუმრა და 117:112 დაამარცხა, რითაც სერიაში 1:0 დაწინაურდა და საკუთარი მოედნის უპირატესობაც მოიპოვა.
სტუმართა მხრიდან ენტონი დევისმა 30 ქულა, 23 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა.
ლებრონ ჯეიმსმა 22 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.
დიანჯელო რასელმა და დენის შროდერმა თანაბარი, 19-19 ქულა ჩააგდეს.
"უორიორსის" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ აქტივში 27 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
კლეი ტომპსონმა გუნდს 25 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
კევინ ლუნის ანგარიშზე 10 ქულა, 23 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
ამრიგად, "ლეიკერსი" სერიაში დაწინაურდა. მეორე შეხვედრა 5 აპრილს, ისევ სან-ფრანცისკოში გაიმართება.