12:05 19-10-2023
პრესეზონის საუკეთესო მატჩი - კარის გეიმვინერი და "უორიორსის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 116:115 დაამარცხა.
სტეფ კარიმ თავი 30 ქულით (8/12 სამქულიანი), 4 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 05:5 წამით ადრე მატჩის მომგები სამქულიანი ჩააგდო.
სტეფს მხარი ჯონათან კუმინგამ აუბა, რომელმაც აქტივში 18 ქულა ჩაიწერა.
"კინგსის" მხრიდან დეარონ ფოქსმა გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
კიგან მარიმ 24 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა.
ამრიგად, "უორიორსს" პრესეზონზე 4-დან 4 მოგება აქვს, მეხუთე მატჩს კი 21 ოქტომბერს "სან ანტონიო სპურსთან" გამართავს.
ამის საპასუხოდ "საკრამენტოს" 4-დან 4 მარცხი აქვს. პირველი გამარჯვების მოპოვებას 20 ოქტომბერს, "იუტა ჯაზთან" შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ყველაზე მაგარია!
6
2
მსოფლიოს საუკეთესო მსროლელი რომელიც კალათბურთს ალამაზებს.
19
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული