დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია

AutoSharing Option
დუდუ დადიანის ტრადიციული მემორიალის საუკეთესო გუნდი "დინამო თბილისია". ირაკლი ხოშტარიას, მამუკა ტურაშვილისა და მარკო მინიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალურ მატჩში 67:48 დაამარცხა "ოლიმპი" და დადიანის მემორიალის მე-16 გათამაშების გამარჯვებული გახდა.

დინამოელებმა დადიანის თასი შარშანაც მოიგეს და წელს ეს ტიტული დამაჯერებლად შეინარჩუნეს. ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მძლავრად ჩაატარა ჯგუფური ეტაპი, ხოლო ნახევარფინალში "ქუთაისის" წინააღმდეგობა დაძლია. რაც შეეხებათ ოლიმპელებს, უკრაინელი სპეციალისტის ლეონიდ ივატინის, დავით როგავასა და დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალში ჯგუფის მეორე ადგილიდან გააღწია. "ოლიმპმა" ფინალში გასასვლელ მატჩში "რუსთავს" სძლია, რომელთანაც ჯგუფურ ეტაპზე
წააგო.

ფინალური მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა. ორივე გუნდი მწყობრად თამაშობდა დაცვაში და ლიდერობას ვერც ერთმა მიაღწია. პირველი პერიოდი ფრედ - 20:20 დასრულა, მეორეშიც თანაბრობა იყო, რომელიც საბოლოოდ დინამოელთა 2-ქულიანი ლიდერობით დასრულდა - 35:33.

კვანძი მესამე მეოთხედში გაიხსნა, რომელიც დინამოელებმა 21:6 მოიგეს და ლიდერობა განიმტკიცეს. ბოლო პერიოდში "ოლიმპი" ეცადა, მაგრამ გამართულად მოთამაშე ოპონენტის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა. საბოლოოდ "დინამომ" 67:48 მოიგო და მატჩის შემდეგ დუდუ დადიანის თასი ჩაიბარა.

გამარჯვებულებს 17 ქულითა და 7 მოხსნით ნიკოლა გაჩეშამ ულიდერა. 11 ქულა მიითვალა ილია ლონდარიძემ, ხოლო კაილ ტურპინის ანგარიშზე 10 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. "ოლიმპში" 18 ქულით ბომბარდირი გახდა რევაზ როგავა, 13 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა მარკ ოგდენმა.

ფინალის დასრულების შემდეგ, სანამ დინამოელებს მთავარ პრიზს გადასცემდნენ, საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ვეტერანი იუბილარი კალათურთელი იური პულავსკი. ბატონი იური 70 წლის გახდა და მას კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ საპატიო სიგელი გადასცა.

Sportall.Ge

დუდუ დადიანის მემორიალის საუკეთესო მოთამაშედ დინამოელთა სერბი ფორვარდი ნიკოლა გაჩეშა დასახელდა, რომელსაც სპეციალური პრიზი დუდუს ძმისშვილებმა - ნიტა, სანდრო და ანდრია დადიანებმა გადასცეს.

Sportall.Ge

დუდუს ძმიშვილებმა გადასცეს ტურნირის გამარჯვებულისთის დაწესებული დადიანის თასი დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს.

Sportall.Ge

ირაკლი ხოშტარია, დინამოს მთავარი მწვრთნელი:
"ძალიან სასიხარულოა, რომ დუდუს ტურნირი მოვიგეთ და სეზონის დაწყებამდე კარგად გამოვიყენეთ სუპერლიგის სტარტისათვის. მოგეხსენებათ, მონაწილეობას ვღებულობთ ევროტურნირებზე, აქედან გამომდინარე ძალიან კარგია რომ გავიმარჯვეთ. გვქონდა კარგი და ცუდი მომენტები და იმედი მაქვს როგორც ევროტურნირებამდე, ასევე სუპერლიგამდე გვეყოფა დრო რომ სათანადოდ მოვემზადოთ. ჩვენი მიზანი ისევ მაქსიმუმის მიღწევაა".

მიხეილ ბერიშვილი, დინამოს ფორვარდი:
"მიუხედავად იმისა, რომ 19 ქულით გავიმარჯვეთ, მაინც დაძაბული თამაში გამოვიდა 1-ელ და მე-2 მეოთხედებში. მეორე ტაიმიდან უკვე მოვახერხეთ თამაშის სადავეების საკუთარ ხელში აღება, შევიტანეთ გარდატეხა თამაშში და გავიმარჯვეთ".

სანდრო დადიანი (დუდუ დადიანის ძმისშვილი):
"პირველ რიგში, მივულოცავ "დინამოს" გუნდს ზედიზედ მეორედ ტურნირზე გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ დუდუ დადიანის სახელობის მემორიალი ტრადიციად იქცა და მრავალი წელი ტარდება".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპაზე 67 ბურტზე მეტს რომ ვერ ცააგდებტ მაგიტი გინდატ წინსვლა
შოთა გუგეშაშვილი
07 ოქტომბერი 2017 15:47
0

სიახლეები პოპულარული