კანდიდატმა გაიხსენა, კარიერის ბოლო სეზონი, როდესაც კალათბურთის თამაში რუსთავის "აზოტის" მაისურით დაამთავრა. მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ოთარ ხმელიძემ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო საკითხი წამოჭრა და პაატა გურასპაულს ურჩია, არჩევის შემთხვევაში ამ საკითხებს დიდი ყურადღება დაუთმოს.
საქმე ეხებოდა ბავშვთა კალათბურთში გუნდიდან გუნდში კალათბურთელთა გადასვლის მტკივნეულ საკითხს...
ბატონი ოთარი ასევე შეეხო გადაზრდილების თემას, რაც ქართულ კალათბურთსაც აზარალებს, მოთამაშეებსაც და მწვრთნელების ღვაწლსაც ჩრდილს აყენებს.
ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ყველა კალათბურთელის
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონებში კალათბურთის განვითარების პერსპექტივებზე, კალათბურთის წინსვლისთვის საჭირო ფულის მოძიების გზებზე, გუნდების გაძლიერებასა და საქართველოს ნაკრების მწვრთნელზეც...
როგორც პაატა გურასპაულმა თქვა, ილიას ზუროსის მუშაობით კმაყოფილია და მასთან სამომავლოდ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზეც ფიქრობს.