არაერთი თაობის აღმზრდელი მწვრთნელის მემორიალური ტურნირი 14-წლამდელ მოზარდებს შორის, ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა: ჰიუნდაი, აკადემია, ჰიუნდაი 2, დინამო, ზაზა, მართვე, ვინგზი, სოხუმი. 13 დეკემბერს გამართულ მეოთხედფინალებში წარმატებული გუნდები ნახევარფინალებში შემდეგნაირად დაწყვილდნენ: დინამო – ჰიუნდაი 2 და ჰიუნდაი – აკადემია. ფინალში თამაშის
ფინალური მატჩები დღეს გაიმართა. მე-3 ადგილის მფლობელი გახდა “აკადემია”, რომელმაც “ჰიუნდაი 2” საკმაოდ იოლად – 87:40 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა. დინამოელები ბოლო წუთებამდე ცდილობდნენ “ჰიუნდაის” ლიდერობის აღმოფხვრას, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და შედეგად მეორე ადგილს დასჯერდნენ. ჩემპიონობა “ჰიუნდაიმ” მოიპოვა, რომელთა რიგებიდან ორმა მოთამაშემ ტურნირზე დაწესებული ინდივიდუალური პრიზი დაიმსახურა.
ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი გახდა “ჰიუნდაის” მოთამაშე, მიხეილ დაბრუნდაშვილი. მაყურებელთა სიმპათიის პრიზი ერგო დინამოელ გუგა ნაცვლიშვილს, ხოლო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ჩემპიონი გუნდის ლიდერი – ნიკოლოზ თოთლაძე. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ პრიზიორი გუნდები და ინდივიდუალური პრიზების მფლობელები მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილემ, მიხეილ გოგოლიძემ და გამგეობის თანამშრომლებმა დააჯილდოვეს, რის შემდეგაც, საჩემპიონო თასი გამარჯვებული გუნდის კაპიტანს მთაწმინდის რაიონის გამგებელმა – დავით კირკიტაძემ და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცეს.
თამაზ ოქრუაშვილის სახელობის მორიგი მემორიალური ტურნირი 2018 წლის დეკემბერში, ტრადიციულად, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით