მისი განცხადებით, არ სურდა, დადგმულ სპექტაკლში მიეღო მონაწილეობა.
კალათბურთში ბოლო დროს არასასიამოვნო მოვლენა მოხდა. 5 პიროვნება ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ბრალდებით რამდენიმე დღის წინა დააკავეს.
მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თეგი - ჩაწყობილი თამაშები
Sportall.ge ხეცურიანს დაუკავშირდა და ამ თემებზე ესაუბრა.
- უპირველეს ყოვლისა, ბოლო დროს კალათბურთში განვითარებულ მოვლენებზე გკითხავთ. რას იტყოდით იმ 5 პირზე, რომლებიც დააკავეს? ამ თემის გარშემო თქვენი აზრი გვაინტერესებს...
- ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და
სამწუხარო და შემაშფოთებელია ასეთი ფაქტები ქართულ კალათბურთში.
- თქვენ ამბობდით, რომ ქართულ კალათბურთში ბევრი არასწორი საქციელი ხდება. გულისხმობდით თუ არა მსგავს საქციელს?
- მე ვსაუბრობდი და ვსაუბრობ ქართულ კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე - კომპლექსურ პრობლემებზე. აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ერთ-ერთი დადასტურებაა ამ პრობლემების.
- თქვენ არჩევნებს დადგმული სპექტაკლი უწოდეთ. რა მოხდა არჩევნებამდე ერთი საათით ადრე, როგორ მოხდა გუნდის წევრებთან შეთანხმება კანდიდატურის მოხსნის შესახებ?
- ვფიქრობ, რომ ამ თემის შესახებ უკვე ყველაფერზე ვისაუბრე.
- თქვენ აღნიშნავდით, რომ პაატა გურასპაული ფედერაციის კანდიდატი იყო, თავად გურასპაული კი ამას ცილისწამებას უწოდებდა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?
- მგონი, ამ საკითხზე კითხვა აღარ დარჩა. ფაქტი სახეზეა.
- არჩევნებამდე იყო საუბარი, რომ ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში კალათბურთისთვის ყველა ერთმანეთს გვერდში უნდა დადგომოდა. დაგიკავშირდათ თუ არა პაატა გურასპაული?
- არ დამკავშირებია.
- თუ დაგიკავშირდებათ და შემოგთავაზებთ, რომ თქვენი პროგრამიდან რომელიმე პროექტი განახორციელოს, დათანხმდებით თუ არა მას?
- პროგრამა საჯაროდ დევს ინტერნეტსივრცეში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განახორციელოს ამ პროგრამიდან რომელიმე პროექტი. არ სჭირდება ჩემი ნებართვა. მეც და ჩემს თანამოაზრეებს მხოლოდ გაგვიხარდება კალათბურთის საკეთილდღეოდ გაკეთებული საქმე.
- რას იტყოდით პაატა გურასპაულის შესახებ, თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა მას სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა?
- კალათბურთის ფედერაციაში სისტემური პრობლემაა. ამ სისტემის წევრია პაატა გურასპაული. შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება რადიკალური ცვლილებების განხორციელება.
- სწორედ ერთ-ერთ პრობლემას მინდა დავუბრუნდეთ. დაკავებული პირები საუბრობდნენ, რომ ამ ზომამდე იმიტომ მივიდნენ, რომ ანაზღაურება დაბალი იყო და კალათბურთში ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენ ამის შესახებ?
- წავიკითხე ვაჟა კვარაცხელიას ეს ნათქვამი კალათბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ის, რომ მძიმე მდგომარეობაა კალათბურთში, დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიუხედავად ყველაფრისა, ცალსახად მიუღებელია ასეთი ფაქტები, ვგულისხმობ თამაშებით მანიპულირებას.
- არჩევნების წესზე რას იტყოდით? როგორც ცნობილია, ერთ სუბიექტს რამდენიმე ხმის უფლება აქვს...
- არჩევნების ჩატარების არსებული წესიც და არჩევნებამდე ფედერაციის მიერ განხრციელებული ქმედებები მიუღებელია.
- დაბოლოს, რას აპირებს მომავალში შიო ხეცურიანი?
- ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას კომპანია "იუჯითი ჯგუფში" და პარალელურად, ქართული კალათბურთის განვითარებისთვის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ვგეგმავ ჩემს თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად.