ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდისთვის სადებიუტო შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა. თავიდან თითქოს თანაბარი ბრძოლა იყო - ჩვენი გუნდი 6:4 იგებდა, თუმცა რუმინელებმა მალევე შეიტანეს მატჩში კორექტივები და შეხვედრის სადავეებს დაეპატრონნენ.
საბოლოოდ რუმინეთმა 115:39 იმარჯვა. საქართველოს ნაკრებში 10 ქულით ბომბარდირი გახდა ვიქტორია გეგეშიძე. გვანცა ბოჭორიშვილმა 9 ქულა მიითვალა, სალომე კალანდაძემ - 7, ნატალია
საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 4 აგვისტოს, ისლანდიასთან გამართავს. შეხვედრა 22:15 საათზე დაიწყება.
მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
'