ვალდის ვალტერსი: სასტუმროში ქართველმა ფულის სანაცვლოდ თამაშის გაყიდვა შემომთავაზა

AutoSharing Option
"პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიგის ვეფ-ისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცნობილმა კალათბურთელმა ვალდის ვალტერსმა თბილისის "დინამოსთან" მატჩი გაიხსენა და თქვა, რომ ქართველები თამაშებს ყიდულობდნენ.

- საბჭოთა კალათბურთში როგორი მსაჯობა იყო?
- ერთ ისტორიას მოგიყვებით. თბილისში ჩემპიონატის ტურზე ჩავედით და მატჩის წინ ჩემთან სასტუმროს ნომერში ადამიანი შემოვიდა. მითხრა, აი, შენ ფული და თამაში დათმეო - თქვენ რა, გამოთაყვანდით, სად არის მორალი, სად არის პრინციპი? მე ყველას და იმავე გომელსკის წინაშე თამაშს გავყიდდი? რომ მას ნაკრებიდან ჩემი გაგდების საბაბი მისცემოდა? და მთავარი, შემდეგ ყველას
გაეგო, რომ ვალტერსის ფულით მოსყიდვა შეიძლებოდა?

ის კაცი წავიდა და ბოლოს მითხრა, რომ მაინც წავაგებდით. მიმანიშნა, რომ ვიღაც სხვას მოისყიდიდნენ. მართლაც, მერე გავიგე, რომ ჩვენმა ორმა მოთამაშემ მატჩი გაყიდა. იმ შეხვედრაში 45 ქულა ჩავაგდე და მაინც დავმარცხდით. უბრალოდ, არ მოგვაგებინეს.

- ფულის შემოთავაზება მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ?
- მხოლოდ მათ. ვფიქრობ, მსაჯებზეც მაგრად მუშაობდნენ. თუმცა, უნდა გავიხსენო, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით, მთელი ჩვენი მიკროავტობუსი რაფი ვეფ-ის უკანასკნელი მოდელის ტელეფონებით იყო სავსე. ყველა დონეზე მსაჯებისთვის მუდამ რაღაცებს ყიდულობდნენ და ჩუქნიდნენ.

მინსკსა და კიევში ყველაზე ლამაზი გოგონები იყვნენ. რა დასამალია, და ვინც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ქალაქში თამაშობდა, იქ მეგობარი გოგონები ჰყავდა. ეს სსრკ-ის ევროპული ნაწილის ყველა ქალაქს ეხებოდა. მხოლოდ თბილისში არ მუშაობდა. საქართველოს დედაქალაქს თავისი უპირატესობა ჰქონდა. ჩვენს დელეგაციას ერთხელ კასრი კონიაკი აჩუქეს. რა უნდა გვექნა, ჩემპიონატის ტურის 6 დღეში მისი დაცარიელება მოგვიწია. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამოცანას თავი წარმატებით გავართვით.

Sportall.Ge

სხვათა შორის, 2018 წელს ლატვიურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 1985 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვალდის ვალტერსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გადაბირება მოხდა, თუმცა თავად ვალტერსი სუკ-თან თანამშრომლობას უარყოფდა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ვააა, ლავ კაცა ჰასკაცუნემ? ადამიდან მოყოლებული დღემდე, ჩაწყობა სულ იყო, არის და იქნება. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ მეო, ყაიმაზ ყაიმაზოვიო, ბალღობიდან უმწიკვლო და პატიოსანზე პატიოსანი ყაიმაზა ვიყავიო, ქრთამს როგორ მოვკიდებდი ხელს, ის ხელი, ხომ უნდა გამხმობოდაო, არც ისაა მართალი, კგბ-ს აგენტობას რომ მაბრალიანო, აბა მე და ქრთამი? ან სად მე და სად კგბ-იოოოო.. სტატიის შინაარსი ეს არის და არა ფული და ქრთამი. თუმცა ვიმეორებ, მოსყიდვა და საჩუქრები იყო, არის და იქნება, სანამ ფული და ადამიანები არსებობენ..
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
20 ივნისი 2020 21:41
0
ვის უნახავდა ამ ამბავს 30 წელი??? რატომ მანამდე არ თქვა???
tngh
15 ივნისი 2020 18:34
0
ვალდის ვალტერსი https://ru.wikipedia.org/wiki/Валтерс,_Валдис_Беннович В 2018 году Национальный архив Латвии опубликовал данные о том, что Валдис Валтерс в ноябре 1985 года был завербован сотрудником 5 отдела КГБ Латвийской ССР, занимавшегося борьбой с «идеологическими диверсиями». Оперативным псевдонимом баскетболиста было выбрано имя «Стивс». На момент публикации в декабре 2018 года в документах архива не раскрывались обстоятельства вербовки и степень реального сотрудничества людей, указанных в картотеке со спецслужбой после вербовки. См.статью, в том числе слова В.Валтерса https://rus.delfi.lv/news/daily/story/meshki-chk-legendarnyj-basketbolist-valdis-valters-o-chem-soobschal-kgb-agent-stivs.d?id=50958747&all=true
თენგიზ პაჭკორია
15 ივნისი 2020 18:27
0
ლასა ტალახაზემაც წააწყო, 124 კგ ასწია და 264 კგ წააწერინა
zoro
15 ივნისი 2020 14:32
2
ჩაწყობილი თამაშები იყო, არის და იქნება. საბჭოეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. რანაირად ამბობს ვალტერსი მხოლოდ თბილისში ხდებოდაო? ან რაღაც ინტერესი ამოძრავებს ან ღვარძლი აქვს.
G.LA
15 ივნისი 2020 11:54
0
სიცრუეა იმიტომ რომ საიდან უნდა გაეგო ორმა მოთამაშემ გაყიდა თამაში თუ სამმა.
თემო
15 ივნისი 2020 10:11
3
ძალიან მაგარი კალათბურთელი იყო ვალდის ვალტერსი,უნერვო და აუცდენელი სნაიპერი,მაგრამ 45 ქულა,დინამოსთან,არასოდეს აუღია.თუ "სპისთან"მოუწია თამაში,მეორე ლიგაში და იქ მოხდა ეს ამბავი,ვერაფერს ვიტყვი.დინამოს კი,ვეფთან ეს არასდროს სჭირდებოდა.რაც შეეხება გურიას,მანდ ვფიქრობ სადავო არაფერია.ჩაწყობები ყველა დონეზე ხდებოდა,არც გურია იყო გამონაკლისი და არც უფრო დაბალი რანგის გუნდები.საკუთარი ყურით მოსმენილი რაც მაქვს,უშუალო მონაწილისაგან,იმას გეტყვით.ახმეტის გუნდი საქართველოს პირველობის აღოსავლეთ ზონაში თამაშობდა და იქაც აუტსაიდერებს შორის იყო.ბორჯომის გუნდთან ჰქონდათ გასვლა და თამაშის დათმობაში ვთხოვეთო ფული.ბორჯომი ლიდერებში იყო და მაღალ კლიგაში გადასასვლელად იბრძოდა,რაიონიდან დაფინანსებაც კარგი ჰქონდათ,უპატრონოდ დაყრილი ახმეტელებისაგან განსხვავებით.ბორჯომელებმაც თქვენგან დასათმობი რა გვჭირს,ისედაც გადაგივლითო,დასცინეს ახმეტელებს.ჰოდა ახმეტელებმა ასე არ უნდა დაცინვაო,დაიხოცეს თავები, ბორჯომს ქულა თუ ქულები(ზუსტად, ნამდვილად აღარ მახსოვს) წაართვეს და მგონი სწორედ ის დააკლდათ ლიგაში დასაწინაურებლად.ვინც ეს მომიყვა,75 წელზე მეტი ხნისაა ახლა და იმ შეხვედრაშიც ითამაშა.ქუთაისის ტორპედოზეც ჰყვებოდნენ ხოლმე,როგორ მოსთხოვეს ჩემპიონობის მსურველ გუნდს ,მატჩის დასათმობად ფული და როცა უარი მიიღეს,ასე არ უნდაო,ნაღდ ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქე.მაინცდამაინც ფული არ იყო,ხან ვალს იღებდნენ და სხვა დროს უბრუნებდნენ ქულებს,ხან საჩუქარი,ხან მსაჯი.ხანდახან იმაშიც კი იხდიდნენ,რომ მსაჯი მეტოქის მხარეზე არ ყოფილიყო.მოსკოვის გუნდთან რომ თამაშობ და მოსკოველი მსაჯი სჯის(მერე და მერე,ამას რუსებიც ერიდებოდნენ,რადგან ნამეტანი ყვიროდა),ან კიდევ მსაჯიც რუსია(ეს უკვე უფრო გვიან წლებში),რა ობიექტურობაზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი?რომც ელაპარაკათ,ჩვენი თვალით ხომ ვხედავდით,როგორ მსაჯობდნენ?ასე რომ,თუ საქმე საქმეზე წავა,ჩვენ გაცილებით მეტად ვართ დაზარალებული,ამ საქმეებით,ვიდრე მოგებულები.აქვე კომენტარებში ერთი წერს,გაიხსენეთ დინამოს დებიუტი,ევროთასებზეო.მაშინდელი თბილისი და საქრთველო,დაგავიწყდათ რა მდგომარეობაში იყო?არაფერი არ ფუნქციონირებდა და მსაჯებს ევროპულად ვერ მოემსახურებოდნენ.მსაჯებისათვის იმაზე მეტი რომ მიეცათ,რაც ეკუთვნოდათ,კიდევ ჰო,მაგრამ რაც ჰონორარი ერგებოდათ ის მისცეს,მხოლოდ ხელიდან ხელში.მათთვის ეს წაროუდგენელი იყო,თორემ ჩვენთვის ეს, მაშინ,სრულიად ბუნებრივი საქციელი იყო და მიუხედავად სანქციებისა,ეს მაინც არ იყო მოსყიდვა.ეს უფრო არცოდნა იყო
სოსო
15 ივნისი 2020 09:45
1
41 ქულა ჩაგვიგდო,...
ვიყავი მაგ თამაშზე,...
მართლა არანორმალური მაჯა ჰქონდა,...
zaza tbilisi
15 ივნისი 2020 12:06
0
'ვეფს" სულ ვუგებდით, ასე რომ, არ მგონია სიმართლეს ამბობდეს. თვითონ ვალტერსზე კარგი არ გამიგია, თვითონ ლატვიელებსაც არ უყვარდათ, ბევრჯერ გამოგია რიგაში ყოფნის დროს.
მერაბი
15 ივნისი 2020 09:25
3
უყვარდათ თუ არ უყვარდათ ეგ რა შუაშია? რატომ გგონია რომ ტყუილს ამბობს? ქართველები რა უმწიკლოები იყვნენ თუ ფული არ უყვარდათ? მე პირადად არ ვიცი სიმართლეა თუ არა. ასევე გირჩევ რაც არ იცი დაზუსტებით არ უნდა თქვა. თორემ ამ ვარაუდებით და ლეგენდებით ცხოვრებამ ხალხი გამოაშტერა. ალბათ,მემგონი, ასე იქნებოდა და ა.შ . უნდა დავივიწყოთ
დავით 67
16 ივნისი 2020 17:32
2
რიგის ვეფს სულ ვუგებდიტ რაჰი გვჰირდებოდა ჰაცკობა ის დინამო გენიალური გუნდი იკო ჰიხლადზე ბიჰიაჰვილი დერიუგინი პულავსკი რომელი ერტი ჰამოვტვალო დარსადზე მსოპლო დონის ვარსკვლავები იკვნენ პაჰულია დერიუგინის ჰრდილი არაა რომელ ვეფზეა ლაპარაკი როცა ცსკას ტბილისჰი ბურტს ვუმალავდიტ ვალტერსი საჰუალო დონის რიგიტი მოტამაჰე იკო
lekso kutaisi
15 ივნისი 2020 09:12
4
მიუხედავად იმისა რომ კალათბურთის გაგებაში არ ხარ, რადგან ვალტერსზე ამბობ საშუალო კალათბურთელი იყოო, წერა მაინც ისწავლე!
დავით
16 ივნისი 2020 17:37
0
სსრკ-ის ნაკრების თითქმის ყველა წევრი ვალტერს აუგად მოიხსენიებს! ბევრის ინტერვიუ მაქვს წაკითხული და ყველა ამბობს,რომ კარგი კალათბურთელი კი იყოო( მეც მახსოვს),მაგრამ არავისთან მეგობრობდა,ძალიან ჩაკეტილი იყო, მაგ თვისება კი ერთ ცნობილ უწყების აგენტებს ჰქონდათო!)))ფულის ამბავი რაღაც მეეჭვება,თანაც თბილისში -რიგის ვეფს ისედაც სულ ვუგებდით,თანაც იმ პერიოდში ,მაგი რომ თამაშობდა,არც საპრიზოს პრეტენდეტები ვყოფილვართ და არც გავარდნის,ფული რისთვის უნდა მიგვეცა?!კიდევ,მოთამაშე კალათბურთში,ფულს ვერ აიღებს-შეამჩნევს მწვრთნელი და იმ წუთში გამოცვლის. ჩაწყობა კალათბურთში შეიძლება მხოლოდ მწვრთნელის მონაწილეობით!
dima
15 ივნისი 2020 02:02
2

სიახლეები პოპულარული