„ახლახან დავბრუნდით პრემიერ-მინისტრთან შეხვედრიდან, დაგვარწმუნეს, რომ არსებობს სრული სამთავრობო მხარდაჭერა დარბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა, გულწრფელად რომ გითხრათ, გარკვეულწილად შეშფოთებული ვართ მას შემდეგ, რაც მშენებლობის პროცესი ვნახეთ. აქ ბოლოს 2021 წლის მარტ-აპრილში ვიყავი, მშენებლობის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ამ დროის მდგომარეობით მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ დარბაზი დროზე დამთავრდეს. გადახურვა უკვე დასრულებული უნდა იყოს. დრო გადის და სამუშაოები ძალიან
როგორც მივხვდით, თავდაპირველი გეგმა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარა ამ დარბაზში ჩატარდეს, ნამდვილად არარეალურია, ამიტომ ახლა მიზანი უნდა იყოს, ივნის-ივლისის ფანჯრისთვის მაინც მზად იყოს, აქ თამაში შევძლოთ და გამოვიყენოთ ეს მატჩები სატესტოდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, იქიდან გამომდინარე, რაც ვნახეთ, მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა მშენებლობა ბოლომდე მივიდეს“.
ვის რაში სღირდება ეგ დარბაზი, სუპერლიგის თამაშებზე ერთი კაციც რომ არ დადის. ფასადური წარმატებებით ატყუებთ ყველას. სინამდვილეში ოროსნები.