"არასდროს ცხოვრებაში ამ მატყუარებს აღარ უნდა დავუჯეროთ..." - ლეგენდარული კალათბურთელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ყოფილმა ლიეტუველმა კალათბურთელმა და "საკრამენტო კინგსის" ერთ-ერთი ლიდერის, დომანტას საბონისის მამამ, არვიდას საბონისმა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ბევრის თქმით, არვიდასი ლიეტუვის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელია, რომელიც ამავდროულად, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გამოდიოდა, თუმცა, როგორც კი მისმა სამშობლომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილეთ.

"არასდროს ცხოვრებაში ამ მატყუარებს აღარ უნდა დავუჯეროთ. მშვიდობის ქვეყანა... ესაა მშვიდობა? ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ. აქ სიტყვები ზედმეტია. სურვილიც კი აღარ მაქვს, რომ მათთან რაიმე სახის კონტაქტი მქონდეს.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რუსი მოსახლეობის 70% ამ ომს მხარს უჭერს. რა
თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი იქნება" - განაცხადა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.

საბონისმა ისიც დასძინა, რომ ესაუბრა ყოფილ სპორტსმენს, ალექსანდრ ვოლკოვს, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელში სამხედრო აღჭურვილობით გამოჩნდა, რათა სამშობლო თანამემამულეებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზევე დაეცვა.

სანამ არვიდასის სიტყვებზე საუბარს გავაგრძელებთ, შეგახსენებთ მის მიღწევებს - სეულის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი, მადრიდის "რეალთან" ერთად ევროლიგის ჩემპიონი, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "პორტლენდის" კალათბურთელი და ლიგის დიდების დარბაზის წევრი; დღეს კი ლიეტუვის საკალათბურთო ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

"ეჭვგარეშეა, რომ რუსული კლუბები ევროლიგიდან უნდა გარიცხონ. ძნელია თქმა, თუ როდის იქნება მათი დაბრუნება შესაძლებელი, გაურკვეველია, რა მოხდება ამ ომთან დაკავშირებით".

რთულად წარმოსადგენი სცენარი

საბონისს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ იასპარეზებენ უკრაინელები იმ ტურნირებში, რომლებშიც რუსებიც იქნებიან ჩართულები...

"წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაუწევენ უკრაინელები რუსებს წინააღმდეგობას. რთული წარმოსადგენია ეს სცენარი. სლავები ხოცავენ სლავებს, ერთი სლავური ხალხი თავს მეორე სლავურ ხალხს დაესხა. საშინელებაა, ძმა ძმას კლავს".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
არვიდას საბანოსია მამა დომანტასის და არა"საკრამენტო კინგსის" ერთ-ერთი ლიდერის, დომანტას საბონისის მამა, არვიდას საბონის. არვიდას უფრო დიდი კალათბურთველი იყო გაცილებით ვიდრე მისი ვაჟი.
ყველამ ერთ ხმად უნდა ვილაპარკოთ როგოც არვიდასი ლაპარაკობს. ეს ბარბაროსი ერია რომელებმაც ხმა არ ამოიღეს 90-წლებში ჩვენი მოქლაქეების დევნილობაში და მკვლელობის შესაჩერებლად, ეს ის ხალხი ვინც 2008-ში მოუწონეს პუტლერს ცხივალის ვითომ დაცვა და ფაქტირუად გენოციდი მოუწყეს ჩვენ ერს. ეს ის ხალხია ვინც ახლაც ამ ტანჯვას უყურებს უკრაინაში და იქ ღლიცინობენ კიდევაც ბევრი მათგანი. ეს ამ ბარბაროსი ხალხის დაკვეთებია რასაც პუტლერი ახორციელებს ყელაგან ამიტომ არის მის რეიტინგამ 32% დან 70% რომ აიწია. ჩვენთან რუსეთიდან ჩამოსული ხალხი გვატყუებენ რომ ისინი ვითომ ომის მომხრე არ არიან და არფერ შუაშია არიან. მე მათი არ მჯერა, ეს ერი სანამ არ იგრძნობს იმას რაც ფაშისტებმა იგრძნეს და სანამ არ დაინგრევა და დანაწევრდება რამოდენიმე ნაწილებად ისე მსოფილო ვერ დაისვენებს. რუსები ყველანი თვალთმაქცობენ და გულის სიღრმეში ყოველთვის როდინას განდიდების მანია ჭირთ.
G.LA
12:01 14-03-2022
9
ვისაც რუსეთში არ უცხოვრია ის ვე ჩასწვდება მაგათ მენტალიტეტს. ყველაზე კარგი რუსი გულში მაინც დერჟიმორდაა!
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული