26 ივლისს ანდორაში გოგონათა შორის ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის C დივიზიონი დაიწყო. ტურნირში ქართულ ნაკრებთან ერთად სულ 6 გუნდი: ალბანეთი, ანდორა, გიბრალტარი, მალტა და მოლდოვა, მონაწილეობს.
საქართველოს გოგონათა ნაკრებს ნინო ყიფშიძე წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას ზვიად დიდბარიძე უწევს. ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად გიბრალტარი და მოლდოვა ჰყავს.
18 წლამდე გოგონათა გუნდმა ჩემპიონატზე ასპარეზობა გუშინ, გიბრალტარის დამარცხებით დაიწყო. ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით, 39:69 დაამარცხა. გუნდში საუკეთესო შედეგი ლიკა კვირკვიას ჰქონდა, რომელმაც 19 ქულა და 23 მოხსნა დააგროვა. 12 ქულა და
6 მოხსნა ანა ნამგალაძის ანგარიშზეა. აღსანიშნავია სალომე სვანის თამაშიც, რომელმაც 11 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
18 წლამდე გოგონათა გუნდი შემდეგ შეხვედრას 27 ივლისს ანდორას წინააღმდეგ, 18:00 საათზე გამართავს.

GBF.GE