გორის მერის, ლადო ხინჩეგაშვილის პირადი ინიციატივით წლეულს "ივერიონს" მუნიციპალური დაფინანსება გაეზარდა. საქმეში ჩაერთო გორის კერძო სექტორიც და "ივერიონის" სახით "ა" ლიგის კალიბრის საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი ჩამოყალიბდა. გორის გუნდი წლებია, ცდილობდა "ა"
საბოლოოდ "ივერიონმა" 33 ქულით – 95:62 (სტატისტიკა) კი იმარჯვა, თუმცა მეორე პერიოდის ჩათვლით თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. დინამოელები ახალგაზრდული შემართებით ტოლ-სწორად ებრძოდნენ 3 ლეგიონერით გაძლიერებულ "ივერიონს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა. გორელებმა თამაშის სადავეები ბოლომდე ხელთ იგდეს და მესამე პერიოდის შემდეგ 14 ქულით დაწინაურდნენ. ბოლო პერიოდში დინამომ თეთრი დროშა გამოფინა და საბოლოოდ ივერიონმა დიდსხვაობიანი გამარჯვება გაიფორმა.
გორელებს 24 ქულითა და 13 მოხსნით მამუკა ბაზუაშვილმა ულიდერა. 21-21 ქულა ლიგის მიღმა დარჩენილი ზესტაფონის მარგვეთისგან შემატებულმა ვიქტორ ლუისმა და ახალგაზრდა ნიკოლოზ კიშკომ მიითვალეს. 10 ქულა აიზია ლუისის ანგარიშზეა. დინამოში 16 ქულით სტივ კუმინდა გამოირჩა. 11 ქულა და 15 მოხსნა სუპერლიგის ვერადან დინამოში გადასულმა ვალერიან წულეისკირმა მოაგროვა.
"ა" ლიგის მორიგი მატჩები 11 დეკემბერს გაიმართება. ივერიონი გთუნის უმასპინძლებს, ხოლო ასტრალი – ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის გუნდს.
GBF