ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტთან" ერთად თეთრ სახლს ესტუმრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეზიდენციას, ეგრეთ წოდებულ “თეთრ სახლს” სტუმრობდა. ეს გახლდათ იმ ტრადიციის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონ გუნდს ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში მასპინძლობს.

ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო.

ყოველწლიურად NBA-ს ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად სიტყვით გამოვიდა „გოლდენ სტეიტის“
ლიდერი სტეფ კარი.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
აქაც გორგოლაჭებით გამოაგორეს ეგ ამერიკის ბრეჟნევი ? DDD
zura222
18:08 18-01-2023
14
ზაზა ფაჩულიას აკადემიამ გამიფუჭა ბავშვი გახსნის დღიდან დადიოდა და იზრდებოდა მანდ,მაგრამ ბოლოს მითხრეს სუსტიაო და რა ვქნათო 2 მეტს გადასცდა ბავშვი..მითხარით ბავშვის ბრალია თუ მე მგონია უპატრონობით დაჩაგვრის და უფოლობის გამო.არ ავარჯიშეს.
ხვიჩა
21:12 18-01-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული