ფიბამ ევროპელი მსაჯები და კომისრები ასაკობრივ საკონტინენტო ჩემპიონატებზე გაანაწილა

AutoSharing Option
ტრადიციულად, ზაფხული დატვირთულია ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებით, რომლის ორგანიზატორიც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია – ფიბა გახლავთ. ვაჟთა და გოგონათა შორის 3 ასაკობრივ კატეგორიაში – 16, 18 და 20 – იმართება საკონტინენტო პირველობები, რომლებიც თავის მხრივ დაყოფილია 3 – A, B და C დივიზიონად. ლაპარაკია 20-ზე მეტ მულტიეროვნულ ტურნირზე, რომლებშიც ნაკრებებთან ერთად, ცხადია, უამრავი მსაჯი მონაწილეობს.

ის ქართველი მსაჯები და კომისარი, რომლებიც ფიბას მოქმედ ლიცენზიას ფლობენ, აქტიურად იქნებიან ზემოხსენებულ ტურნირებში ჩართულები. სამ მსაჯს – მიხეილ ვართანოვს, კირილე თვაურს, მაკა შალამბერიძეს და ერთ კომისარს
– მერაბ რატიშვილს ჯამში 8 ტურნირის მომსახურება მოუწევთ.

წარმოგიდგენთ ტურნირებს, რომლებსაც ფიბას ლიცენზირებული ქართველი მსაჯები და კომისარი მოემსახურებიან:

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

ევროპის 20-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

7-16 ივლისი, სკოპიე (ჩრდილოეთ მაკედონია)



ევროპის 20-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

28 ივლისი-6 აგვისტო, კრაიოვა (რუმინეთი)



ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი

11-19 აგვისტო, იზმირი (თურქეთი)



კირილე თვაური (მსაჯი)

ევროპის 18-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

21-30 ივლისი, მატუსინიუში (პორტუგალია)



ევროპის 16-წლამდე ვაჟთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

4-13 აგვისტო, პიტეშტი (რუმინეთი)



მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

ევროპის 20-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ბ დივიზიონი

28 ივლისი-6 აგვისტო, კრაიოვა (რუმინეთი)



ევროპის 16-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ც დივიზიონი

10-23 ივლისი, ანდორა და ველა (ანდორა)



მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ევროპის 18-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატი, ა დივიზიონი

1-9 ივლისი, კონია (თურქეთი)

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ ქალთა ლიგაში რომ არიან მიჩვეულები და არც ერთხელ კაცთა ლიგაში,არ დაფიქრებულხართ რატო?
მე დავწერ ქალთა კალათბურთი არის უფრო ნელი და თვალებით უფრო ხედავენ.კაცთა კალათბურთი არის სწრაფი და ვერხედავენ.არა აქვთ თვალები მაგ დონეზე.მსაჯები 16 წლამდელების კალათბურთს ვერ მსაჯობენ და ეს მარაზმია.
მოქალაქე
11 მაისი 2023 10:11
0
ქართველი მსაჯები თუ გაინაწილეს იქაც კორუფცია ყოფილა და არ ცოდნა. ქართველ მსაჯებს თოხი უნდა დაკავების და გაუშვა ყანაში.რატო გეტყვით ორი თამაშის ვიდეო მაქვს და მსაჯებისგან ისეთი შეცდომები დავინახე რომ გადაწყვიტა თამაშის ბედი.ვიდეოებში ჩანს 2 მეტრის დაშორებით უყურებს ბურთიან მოთამაშეს აშკარად გარბენი და არ დააფიქსირა გარბენი მეორე გუნდმა მიიღო 3 ქულიანი და ასე შემდეგ.მსაჯებს რომ ესაუბრებიან ბავშვები დანახვა არ დანახვაზე ასე პასუხობენ მე არ ვუყურებ.ასეთი მსაჯები გვყავს.ვისაც გინდათ შეხვდები და განვიხილოდ ვიდეო თავად დარწმუნდებით.
ან ავტვირთავ იუთუბზე და ნახეთ.
აბდულაი
10 მაისი 2023 13:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული