Trophy Tour-ი კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური პროექტია, რომლის არსიც ჯეიმს ნეისმიტის სახელობის თასის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 32-ივე ქვეყანაში ჩასვლაა. საჩემპიონო თასის კონკრეტულ ქვეყანაში სტუმრობა მოიცავს სხვადასხვა სახის შეხვედრასა და აქტივობას, რომელთა ფარგლებშიც მსოფლიო თასი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან
მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს მასპინძლობის პატივი საქართველოს 22-23-24 ივნისს ჰქონდა. ვიზიტის ფარგლებში, თასი საქართველოს პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ესტუმრა. სახელმწიფო ორგანოებში ჯეიმს ნეისმიტის სახელობის ჯილდო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ, გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძემ, ნაკრების მწვრთნელმა ანატოლი ბოისამ და მოთამაშეებმა გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ წარადგინეს.
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ვიზიტს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად 16-წლამდელთა ნაკრების კალათბურთელებიც ესწრებოდნენ. სპეციალურად Trophy Tour-ისთვის დაიგეგმა გადაცემა "პირველ არხის" სპორტულ გადაცემა "ტაიმ-აუტში".
ოპერისა და ბალეტის თეატრთან, ეროვნულ გალერეასთან და თბილისის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის თასი მცხეთაში სვეტიცხოველს, ხოლო წალკაში დაშბაშის კანიონს ესტუმრა.
საქართველომდე თასი ფინეთში, ეგვიპტეში, კოტ დ’ივუარში და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 15-ამდე ქვეყანაში იმყოფებოდა. თბილისში ნეისმიტის თასი გერმანიიდან ჩამოვიდა და ჩვენგან გეზი მუნდიალის კიდევ ერთ მონაწილე საფრანგეთისკენ აიღო.
GBF