მსოფლიო ჩემპიონისთვის დაწესებული ჯეიმს ნეისმიტის სახელობის თასი საქართველოში 3 დღე იმყოფებოდა

AutoSharing Option
ფიბას სპეციალური პროექტის – Trophy Tour-ის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის დაწესებული თასი სტუმრობდა. კალათბურთის ფუძემდებლის, ჯეიმს ნეისმიტის სახელობის თასი ჩვენს ქვეყანაში ფიბასა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩამოვიდა და უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს ესტუმრა.

Trophy Tour-ი კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური პროექტია, რომლის არსიც ჯეიმს ნეისმიტის სახელობის თასის მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე 32-ივე ქვეყანაში ჩასვლაა. საჩემპიონო თასის კონკრეტულ ქვეყანაში სტუმრობა მოიცავს სხვადასხვა სახის შეხვედრასა და აქტივობას, რომელთა ფარგლებშიც მსოფლიო თასი ქვეყნის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობასთან
გამოიფინება და მასთან ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოების გადაღება შეეძლება.

მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს მასპინძლობის პატივი საქართველოს 22-23-24 ივნისს ჰქონდა. ვიზიტის ფარგლებში, თასი საქართველოს პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ესტუმრა. სახელმწიფო ორგანოებში ჯეიმს ნეისმიტის სახელობის ჯილდო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ, გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძემ, ნაკრების მწვრთნელმა ანატოლი ბოისამ და მოთამაშეებმა გიორგი შერმადინმა და დუდა სანაძემ წარადგინეს.

საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ვიზიტს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან ერთად 16-წლამდელთა ნაკრების კალათბურთელებიც ესწრებოდნენ. სპეციალურად Trophy Tour-ისთვის დაიგეგმა გადაცემა "პირველ არხის" სპორტულ გადაცემა "ტაიმ-აუტში".

ოპერისა და ბალეტის თეატრთან, ეროვნულ გალერეასთან და თბილისის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის თასი მცხეთაში სვეტიცხოველს, ხოლო წალკაში დაშბაშის კანიონს ესტუმრა.

საქართველომდე თასი ფინეთში, ეგვიპტეში, კოტ დ’ივუარში და მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე კიდევ 15-ამდე ქვეყანაში იმყოფებოდა. თბილისში ნეისმიტის თასი გერმანიიდან ჩამოვიდა და ჩვენგან გეზი მუნდიალის კიდევ ერთ მონაწილე საფრანგეთისკენ აიღო.

GBF

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაი თქვენს პატრონს რა გიხარიათ ...18 წლამდელებში 210სმ ბავშვი დატოვეს და გაუშვეს ერთ ადგილზე და ზოგადად ფედერაცია ყურადღებას რომ არ მოაქცევს რა უხარიათ.მარტო შერმადინის მეგობრის შვილები და მამიკოს შვილები ხვდებიან.სანიკიძეს და მის თაობასთან ეგრე უნდა მოქცეოდნენე რომ ავიწყდებათ ყველაფერი.ვაი თქვენს პატრონს.
აბდულაი
22:47 27-06-2023
0
ვაი თქვენს პატრონს რა გიხარიათ ...18 წლამდელებში 210სმ ბავშვი დატოვეს და გაუშვეს ერთ ადგილზე და ზოგადად ფედერაცია ყურადღებას რომ არ მოაქცევს რა უხარიათ.მარტო შერმადინის მეგობრის შვილები და მამიკოს შვილები ხვდებიან.სანიკიძეს და მის თაობასთან ეგრე უნდა მოქცეოდნენე რომ ავიწყდებათ ყველაფერი.ვაი თქვენს პატრონს.
აბდულაი
22:46 27-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული