საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგა ზაზას ფაჩულიას აკადემიის გუნდმა მოიგო

AutoSharing Option
დასრულდა 16-წლამდელთა ჩემპიონატის C ლიგა, რომლის გამარჯვებულიც გახდა ზაზა ფაჩულიას აკადემიის მე-4 გუნდი. აკადემიელებმა ფინალურ სერიაში დაამარცხეს გარდაბნის მუხბე. სერია მეტად დაძაბული და ემოციური გამოდგა. ბექა და ირაკლი ჯანხოთელების გაწვრთნილმა მუხბემ პირველ მატჩში 3 ქულით დაამარცხა ზაზა 4, ხოლო მეორე დღეს აკადემიელებმა ამ სხვაობის გაბათილება და სასურველი ანგარიშით გამარჯვება მოახერხეს – 71:65 და რეზი მაღლაფერიძის გაწვრთნილი ზაზას აკადემიის მე-4 გუნდი ჩემპიონი გახდა.

16-წლამდელთა C ლიგა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი იყო გასულ სეზონში, რომელშიც 50 გუნდი მონაწილეობდა. 10 ჯგუფში ჩატარებული 2
წრის შემდეგ პლეი ოფში 32 საუკეთესო გავიდა, რომლებმაც 1/16 ფინალიდან დაიწყეს პირველობისთვის ბრძოლა. ზაზა 4-მა და მუხბემ მართლაც ღირსეულად მოახერხეს ფინალში გასვლა და თავიანთ ქომაგებს ბრძოლის მაგალითი აჩვენეს. ფინალური მატჩი მეტად ემოციური გამოდგა, რომელსაც ორივე გუნდის ბლომად გულშემატკივარი დაესწრო.

შეხვედრა თანაბრად მიმდინარეობდა, რაც ხელს მუხბეს აძლევდა. ბოლო პერიოდის მიწურულს ზაზას აკადემიელებმა მათე ნებიერიძის წინამძღოლობით ხელჩასაჭიდ უპირატესობას მიაღწიეს – 70:60 დაწინაურდნენ. დასრულებამდე წუთნახევარი რჩებოდა და ზაზას 4 ქულით გამარჯვება ესაჭიროებოდა. მიზანი თითქმის მიღწეული ჩანდა, თუმცა ლუკა გუგუსიანმა ჯერ ორიანი, შემდეგ კი სამქულიანი ჩააგდო და დასრულებამდე 28 წამით ადრე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

სვანურად ინსპირირებულმა გარდაბნის გუნდმა მეტოქის შეტევა ტაქტიკური ჯარიმით შეაჩერა და მათე ნებიერიძემ ერთი საჯარიმო ჩააგდო – 71:65. მუხბეს მატჩის გადასარჩენად (ოვერტაიმში გადასაყვანად) 3-ქულიანი უნდოდა, რისი სროლაც ერთ შეტევაში ორჯერ მოასწრო, თუმცა ვერც ერთი ვერ ჩააგდო და ვერცხლის მედლებს დასჯერდა.

მატჩის შემდეგ ზაზას აკადემიელები ოქროს, ხოლო გარდაბნელები ვერცხლის მედლებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მედია-ოფიცერმა, ირაკლი პერტაიამ დააჯილდოვა, რომელმაც ზაზას აკადემიის კაპიტან გიორგი ბერაძეს საჩემპიონო თასი გადასცა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა ფაჩულიას აკადემია ბავშვებს აფუჭებს როგორც მე დამემართა 210 სიმაღლის ბავშვი გააფუჭეს იმიტომ რომ 150 ლარის გარდა არ ვიხდიდი ......არ მეშინია არაფრის შევხვდეთ დავილაპარაკოთ
არ დაბლოკოთ
00:05 17-07-2023
0
გადასახადი 120-დან 150 ლარამდე გაიზარდა:დ)
ლაშა
15:21 16-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული