რაც შეეხება ტურნირს, 20-წლამდელთა ევროპის ლიგაში მთლიანობაში 45 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 5 ჯგუფში არიან განაწილებულნი. თითოეულ ჯგუფში 9 გუნდია და რეგულარულ ჩემპიონატში ისინი თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს. ქუთაისი A ჯგუფშია, სადაც მეტოქედ ეს 8 გუნდი ჰყავს:
"ინტერ ბრატისლავა" (სლოვაკეთი), "ბუბა ბასკეტი" (ბულგარეთი), "კოლენო", "კოლეფერო" (ორივე იტალია), სტამბოლის აკადემია (თურქეთი),
ამ 8 გუნდიდან ქუთაისი 4-ს ეთამაშა. ტუღუშის გუნდმა სტამბოლის აკადემიას 94:69 მოუგო, ხოლო ლონდონელი “ლომები” 88:78(სტატისტიკა) დაამარცხა. მესამე შეხვედრაში ქუთაისელებმა ბულგარულ "ბუბა ბასკეტს" 78:73 სძლიეს და ბოლო შეხვედრაში სლოვაკურ "ინტერთან" 83:89 წააგეს.
ქულების მხრივ, გუნდს გიორგი სულაბერიძემ ულიდერა, რომელიც მატჩში საშუალოდ 16 ქულას აგროვებდა. საშუალოდ 7.5 პასი ჰქონდა გიორგი ოჩხიკიძეს, ხოლო მოხსნებში (8.3) საუკეთესო იყო ნიკოლოზ კოზაშვილი.
ქუთაისის გუნდი რეგულარული ჩემპიონატის მომდევნო 4 მატჩს 2024 წლის 11-14 იანვარს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართავს.
GBF.GE