ფიბა-მ მსაჯ-კომისრები გაანაწილა: თვაური პოლონეთში, რატიშვილი – აზერბაიჯანში

AutoSharing Option
8 ნოემბერს ფიბა-ევროპის თასის მორიგი ტურია, რომელშიც თბილისურ კლუბ თსუ-სთან ერთად ქართველი მსაჯ-კომისარიც მონარილეობს. ლაპარაკია არბიტრ კირილე თვაურსა და კომისარ მერაბ რატიშვილზე. რაც შეეხება მიხეილ ვართანოვს, ის ამჯერად უცხოეთში არ იქნება დაკავებული და თბილისში, თსუ-სა და გერმანული “გიოტინგენის” მატჩს ვიდეორეფერის სტატუსით მოემსახურება.

რაც შეეხება თვაურს, კირილე პოლონეთში, “სტაროგრადისა” და ნიდერლანდური “დენ ბოშის” თამაშს იმსაჯებს. კომისარი მერაბ რატიშვილი ჯი მეზობელ აზერბაიჯანში გადავა და ბაქოში “საბაჰისა” და მონტენეგრული “მორნარის” დაპირისპირებას მოემსახურება.

კირილე თვაური (მსაჯი)
8 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. სტარგარდ შჩეცინსკი (პოლონეთი)
სტარგარდი (პოლონეთი) – დენ ბოში (ნიდერლანდები)


მერაბ რატიშვილი (კომისარი)
8 ნოემბერი. ფიბა ევროპის თასი. ბაქო (აზერბაიჯანი)
საბაჰი (ბაქო, აზერბაიჯანი) – მორნარი (ბარი, მონტენეგრო)

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული