სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110

AutoSharing Option
სუპერლიგის 30-ე ტურის ბოლოსწინა მატჩში ერთმანეთს ცხრილის პოლუსებზე მყოფი გუნდები – ლიდერი “ქუთაისი” და ბოლოადგილოსანი “სოხუმი” შეხვდნენ. მატჩის შედეგი წინდაწინ ცნობილი იყო. ქუთაისელები რეგულარული ჩემპიონატის მოგებას გეგმავენ და მიზანთან ახლოსაც არიან. შესაბამისად, აუტსაიდერთან იოლი მოგების შანსი იმერულმა კლუბმა ხელიდან არ გაუშვა.

შეხვედრა “ქუთაისმა” 110:66 მოიგო და დარჩენილ 3 ტურში 2 გამარჯვება სჭირდება რეგულარული ჩემპიონატის მოსაგებად. იმერულ კლუბს 26 ქულით ჯონათან ლიმ ულიდერა. 19 ქულა მოაგროვა ბექა ბექაურმა, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 15 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა.
“სოხუმში” 21 ქულით საუკეთესო იყო ლევან რევაზაშვილი. 15 ქულა და 12 მოხსნა სერგო ათუაშვილმა მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

კოტე ტუღუში – „ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელი:

„სოხუმი“ ბოლო ადგილზეა, დასუსტებული შემადგენლობითაა, თუმცა, ჩვენის მხრივ, ვეცადეთ, რომ კარგი თამაში გვეჩვენებინა. რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო გასვლითი თამაში გვქონდა და მოხარული ვართ, რომ გავიმარჯვეთ. განვაგრძობთ შემდეგი თამაშებისთვის მომზადებას და ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ პირველი ადგილი.“

გია კაზანჯიანი – „სოხუმის“ მთავარი მწვრთნელი:

„ღირსეულმა მეტოქემ გაიმარჯვა და ვუსურვებ წარმატებას „ქუთაისს“. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ტრავმები გვაქვს, დღევანდელ თამაშზე კიდევ დაგვემატა და რა შეიძლება ითქვას, ვასრულებთ სეზონს.“

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0