ახალგაზრდა გამთამაშებელმა გამორჩეულად შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ქუთაისელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. თანაბრად მიმდინარე მატჩში
ლუკა ბულაშვილის 3-ქულიანით რუსთაველები დასრულებამდე 70 წამით ადრე 81:80 დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა გიორგი ბარბაქაძის საჯარიმოებით უპასუხეს და ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, თანაბარი ანგარიში რომ დაფიქსირდა. რევაზ როგავამ რუსთაველთა შეტევა გააცუდა, აცილებული ლუკა მაზიაშვილმა მოხსნა, რომელმაც საპასუხო შეტევაში, დასრულებამდე 7 წამით ადრე, უმნიშვნელოვანესი ბურთი ჩააგდო და "ქუთაისი" 85:83 დააწინაურა.
მასპინძლებმა დარჩენილ დროში მოახერხეს სროლა, თუმცა ზურა ვაშაკიძის მომგებიანი სამქულიანი სტუმართა კალათში არ ჩაეშვა. ქუთაისელთა ლიდერ მაზიაშვილის ანგარიშზე 33 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი დაგროვდა. გიორგი ბარბაქაძემ 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. ჯარვის რეის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. დებიუტანტმა ფრეიზერმა მატჩი 5 ქულით დაასრულა. "რუსთავში" 21 ქულითა და 14 მოხსნით ეივერი დიგსი გამოირჩა. ლუკა ბულაშვილის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა.
GBF