რუსთავმა სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩს უმასპინძლა

AutoSharing Option
სუპერლიგის 2023 წლის "ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას რუსთავმა უმასპინძლა. ქვემო ქართლის რეგიონში სუპერლიგის წამყვანი კალათბურთელები უკვე მეორედ შეიკრიბნენ და ადგილობრივი პუბლიკის ტრადიციულად დიდი ყურადღება დაიმსახურეს. შეგახსენებთ, რომ პირველად რუსთავში, სუპერლიგის "ოლ სტარი" 2014 წელს გაიმართა.

ამით "ოლ სტარის" რეგიონებში ჩატარების ტრადიცია გრძელდება, რაც ჩვენს ქვეყანაში კალათბურთის პოპულარიზაციას და სპორტის ამ სახეობაში მეტი ადამიანის ჩართულობას ემსახურება. ბოლო წლებში "ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია ქუთაისში, გორში, ხაშურში ჩატარდა.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციის ორგანიზატორები გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მხარდამჭერები - განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციაში მონაწილეობდნენ ჩირლიდერ გოგონათა გუნდი, რომლებიც კალათბურთელებს თამაშისა და კონკურსებში მონაწილეობისას ამხნევებდნენ. დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს ნაკრებისა და ქართული კალათბურთის მხარდამჭერი თილისმა – ლომი "ჯეო".

ყველა ვარსკვლავის მატჩი – All Star 2022
ადგილობრივები VS ლეგიონერები
სრული სტატისტიკა: 113:111

"ოლ სტარისთვის" მონაწილეები სუპერლიგის ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს "კაკტუსის" მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – "კავკასიის" მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ხოშტარიას ასისტენტობას თსუ-ს მთავარი მწვრთნელი ლექსო ლაფანაშვილი უწევდა, ხოლო ბექა წივწივაძეს - "რუსთავის" მწვრთნელი ანატოლი ბოისა და "ტიტების" მთავარი მწვრთნელი, ბესიკ ლეჟავა.

ადგილობრივები

სასტარტო ხუთეული:
ლუკა ბულაშვილი, გუგა პატაშური (ორივე რუსთავი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), აკაკი ლომოური (ტიტები), ბექა ბექაური (თსუ)

სათადარიგოები:

ლუკა მაზიაშვილი (ქუთაისი), ილია ლონდარიძე (კავკასია), ირაკლი სულხანიშვილი (კაკტუსი, ტრავმირებული გიორგი ცინცაძე ჩაანაცვლა), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), გიორგი გოგუა (ტიტები), ოთარ ბულიავა (მარგვეთი)

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული:
ტრეი კროფრი (რუსთავი), კაილი რიდლი (ბათუმი), მარქუს გილსონი, ჯარვის რეი, ეივერი დიგსი (რუსთავი)

სათადარიგოები:
კრის მაკნილი, ჯასტინ ფორესტი (ორივე კავკასია), მაილს დენიელსი (კაკტუსი), კრისტოფერ უეირი (ქუთაისი), დერიკ ნიუტონი (გურჯაანის დელტა), ჯორდან სეშენი (ბათუმი), რიკარდო ლინჩი (გურჯაანის დელტა)

ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, "რუსთავის" დარბაზში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებული და მეტ ძალისხმევას იმპროვიზებულ თამაშზე არ იშურებდნენ. მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, როცა რუსთაველმა გუგა პატაშურმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 113:111. სწორედ პატაშური დასახელდა მატჩის საუკეთესოდ, რომელსაც ყველაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა – 30 ქულა, 7 მოხსნა. 17 ქულა ჰქონდა მეორე რუსთაველს, ლუკა ბულაშილს, ხოლო "ქუთაისის" წევრმა ლუკა მაზიაშვილმა 15 ქულა მიითვალა. ლეგიონერთაგან ყველაზე შედეგიანი იყო "ქუთაისის" ამერიკელი ლეგიონერი ჯარვის რეი 23 ქულით, ერთით ნაკლები დააგროვა კაავკასიელმა კრის მაკნიკმა.

სამქულიანების კონკურსი

სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), გიორგი გოგუა (ტიტები), ნიკოლოზ სოსელი (ქუთაისი), დერიკ ნიუტონი (გურჯაანის დელტა) და აკაკი ლომოური (ტიტები).

პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგები მიხეილ ბერიშვილმა და საბა ლობჯანიძემ აჩვენეს, რომლებიც ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტი შერკინება მესამე პერიოდის ბოლოს გაიმართა და ის ბერიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ნაკრებისა და თსუ-ს ფორვარდმა ფინალური ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და "ოლ სტარ 2023"-ის სნაიპერის პრიზი მოიგო.

ეფექტური გდებების (ჩატენვების) კონკურსი

ეფექტურ გდებებში სამი მონაწილე იყო – "ბათუმის" წევრები – ჯორდან სეშენსი და კაილი რიდლი. მესამე მონაწილე უკონკურსოდ გამოდიოდა. ის გახლავთ მოყვარული კალათბურთელი საბა ნერგაძე.

ეფექტური გდებების საკონკურსო ჟიურიში მსოფლიო ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვეტერანი კალათბურთელები – ნოდარ ქორქია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი და ოთარ ფაიქრიძე იყვნენ.

ფინალური შერკინების დაწყებამდე საბა ნერგაძემ რამდენიმე საჩვენებელი გდება შეასრულა, რის შემდეგაც თანაგუნდელებს შორის გამართული შერკინება კაილი რიდლის გამარჯვებით დასრულდა.

დაჯილდოების ცერემონიალი

2023 წლის "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილეები სპეციალური მედლებით და სიგელებით დააჯილდოვეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ, გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატიკაშვილმა, რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა, ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა და რუსთავის საკრებულოს წევრმა მიხეილ ბერუაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ.

რუსთავის მერიამ სპეციალური პრიზი დააწესა თავის რჩეულისთვის, რომელიც გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გუგა პატაშური! სპეციალური ჯილდო რუსთაველ კალათბურთელს მერის მოადგილემ, ბატონმა ოთარ ტატალაშვილმა გადასცა.

3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებული გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თსუ-ს წევრი მიშა ბერიშვილი, რომელიც სპეციალური პრიზით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებულისთვის სპეციალური პრიზი დააწესა Shoot 360-მა. მიშა ბერიშვილს 6-თვიანი ულიმიტო აბონიმენტი ქაქუცა აბაიშვილმა გადასცა

ჩატენვების კონკურსის გამარჯვებული გახდა "ბათუმის" მოთამაშე კაილი რიდლი, რომელიც სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონმა, ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ დერიუგინმა.

2022 წლის "ოლ სტარის" საუკეთესო მოთამაშე, MVP რუსთავის გუგა პატაშური გახდა, რომელსაც სპეციალური პრიზი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ გადასცეს

"ოლ სტარის" საუკეთესო მოთამაშე – MVP -ისთვის სპეციალური პრიზი დააწესა Shoot 360-მა, რომელიც გუგა პატაშურს ბექა ჭყოიძემ გადასცა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი დაბალი და ქუჩის კალათბურთი იყო.გასული წლების ბევრად ჯობდა.ქართული კალათბურთი ჭაობში იძირება და მაშველი არ ჩანს არაა
ბაჩო
31 იანვარი 2023 08:25
0
ამ ალსტარის შემხედვარე საქართველოს კალათბურთის რა განვითარებაზე საუბარი.
სანიკიძე ან ცქიტიშვილი რისი გამკეთებლები არიან გამოჩნდა 1 წლის თავზე
მოქალაქე
31 იანვარი 2023 08:27
0
ჩემო ძვირფასო ქართველო ხალხო როდემდე უნდა გავჩუმდეთ????ჩვენ იმდენი რამე გვავს საამაყო..მაგრამ დამარცხებულის მენტალიტეტი ჩაგვჩურთეს პირში.....უკვე ხმის ამოღება გვეშინია...სოხუმს სუხუმ..ცხინვალს ცხინვალ....სოჭს..სოჩი დაარქვეს ..ამაზე ხმას არ ვიღებთ!!! აი ჩურჩხელას რომ ჩურჩხელ----ამაზე წამოვიკნავლეთ..არა ეს ქართულიაო..აჯიკას თურმე ჩვენი მეზობლები 20 საუკუნის წინ იყენებდნენ..ეს წავიქილიკეთ.იძახონო....ოკუჯავა თურმე არც ქართველი ყოფილა და არც სომეხი..ბაბუის ბაბუა გაქრისტიანებული ებრაელი ყოფილა..ერთი მაინტერესებს რამდენმა იცით ვინ იყო თქვენი ბაბუის ბაბუა ???? თუ რასაკვირველია სამეფო გვარიშვილი არ ბრძანდებით..ოკუჯავა კი ნამდვილად არ იყო ბაგრატიონ-მუხრანსკი მაგრამ უდიდესი პოეტი და ეპოქალური ბარდი კი გახლდათ და ვინც არ იცით მისი პროზა “დილეტანტის მოგზაურობა’ თავის თავს პორუჩიკ ამილახვარად წარმოაჩენს და თანაც ძალიან ამაყობს ამით !!! მაგრამ რატომღაც ჩვენ მის სიტყვებს სიმღერიდან მე ვარ არბატის აზნაურიო გვჩრიან როგორც იმის დასტური რომ ის ქართველი არ იყო....ჩხარტიშვილი ( ფსევდონიმი აკუნინი) ყველაზე პოპულარული მწერალი რუსეთში ბოლო ათწლეულებში ..უამრავი ფილმია გადაღებული მისი ნაწარმოებების მიხედვით ..აღიარებული როგორც რუსული ენის დიდოსტატი..დედა ქართველი არ ყავსო.....ქართველი არ არიო......გავმწარდი......რუსეთში მოღვაწე კინორეჟისორებიდან მხოლოდ მიხაილ კალატოზოვს ( კალატოზიშვილს) აქვს მოპოვებული კანის ოქროს პალმა ეპოქალური ფილმის მიფრინავენ წეროების გადაღებისათვის..მისმა შვილმა ჩამოიტანა შესანიშნავი ფილმი მინესოტას ფესტივლზე და კიდევ უფრო შესანიშნავი გახლდათ რომ დაიბრუნა სრულად გვარი კალატოზიშვილი....აფერუმ მის ვაჟკაცობას.......მარლენ ხუციევი ( მამით ხუციშვილი დედითაც ქართველი..დაბადებული და გაზრილი თბილისში--ნახეთ ვიკიპედია) მოსკოვში მოღვაწე ასევე ეპოქალური კინორეჟისორი ჩუმად მიათვალეს რუსებს ..ვერ მოვიცალეთ..ვერ მივაგეთ საკადრისი პატივი...დანელია გენიალური რეჟისორი ვერ გაიმასქნეს ძალიან ახლოს ( პირდაპირი მნიშვნელობით) იყო ვერიკო ანჯაფარიძესთან ( დიდი ვერიკო ანჯაფარიძე ბატონი დანელიას დეიდა გახლდათ)..არ ჩაუვიდათ ფეხი თორემ მასაც ალბათ აისორობას დააბრალებდნენ..ოღონდ ქართველს არ ქონოდა მიზეზი რომ ეამაყა!!!! მართალია..“ცუდას რათ უნდა მტერობა“ მაგრამ ვინ მოგვცა უფლება ასე ჰაიჰარალად მარჯვნივ და მარცხნივ ვარიგოთ ჩვენი საუნჯე..ეს ჩვენ დაგვიტოვეს წინაპრებმა და თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეთ ქართული გენის გამობრწყინებას .......თბილისის დინამო ფეხბურთში გახლდათ ბრენდი...მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით ...ხემ თქვა ცული რას დამაკლებსო..შიგნიდან რომ არ მხრავდენო..შეუჩნდნენ...კლაკსვიკის საჯიჯგნი გახადეს ლივერპულის ( ზენიტში მყოფი) დამმარცხებელი გუნდი..ეტყობა ჯერ პირველ ლიგაში გაგდების დრო არ დამდგარა მაგრამ მტრები ჩვენი ერის მეთოდურად გვაჩვევენ რომ ეს დროც დადგება..არადა ჯერ ჩვენი უმაღლესი ლიგა ხომ არი ხელიხელ საგოგმანებელი და მერე პირველი ლიგა????? აი თბილისი დინამო კალათბურთში უკვე მოისროლეს სანაგვეზე..მისი ინფრასტრუქტურა უფასოდ ჩაიგდეს ხელში გუნდი კი სად არის ფაფუ..ჩკა!!!! სანიკიძე დეპუტატო ..გურასპაულო ფაჩულია გამოდით და მოუყევით ხალხს სად არი ევროპის ჩემპიონი და არა ნაკლებ საამაყო საბჭიოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი..ოლიმპიური ჩემპიონების ( თანაც ბევრის) აღმზრდელი გუნდი..რომელ სანაგვეზე უნდა ეძებოს ქართულ კალათბუღთზე უზომოდ შეყვარებულმა თავისი გუნდი..ტიტები..ოლიმპი ხო მაგრამ დინამო?????? რო გაივსო საქართველოს ჩემპიონატი კალათბურთში ე.წ. ამერიკელი კალათბურტელებით რომლებსაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ ეზოშიც აღარ ათამაშებენ....არ გვაქვს შნო რომ შევინახოთ ამდენი გუნდი ..კარგი ..დავტოვოთ რამდენიმე მაგრამ დაკომპლექტებული პერსპექტიული ახალგაზრდებით..ეს ჩემი დილეტანტის ნააზრები..მაგრამ მოვითხოვთ დეტალურ ანგარიშს სად არის დინამო თბილისი..რას აპირებენ უახლოეს ხანში..ვის ხელშია ქართული კალათბურთის ინფრასტრუქტურა...ხმა ამოვიღოთ და თანაც სასწრაფოდ ..მოვითხოვოთ ჩვენი სპორტსმენი პარლამენტარების სასწრაფო ანგარიში რას აკეთებენ საფიხვნოში ??????? ვისაც ხელი მიგიწვდებათ მასმედიაში ხმა ამოიღეთ არა გვაქვს დრო დარჩენილი..ისედაც ბევრი დრო დაგვაკარგვინეს!!!!!!! თორო დაგვრჩება უგვანო ტომის ხალხით გაჯეჯგილი სამშობლო..ღმეთო სამშობლო გვიცოცხლე!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
01 თებერვალი 2023 16:21
0
ქართულ საკლუბო კალათბერთში, დაახლოებით 30 ამერიკელი თამაშობს. რას უხდიან ისეთს, რომ ამერიკიდან ჩამოდის და აქ თამაშობს, და ეს თუ წაადგა სუპერლიგის დონეს. რაღაც მეეჭვება.
დიმა
01 თებერვალი 2023 00:06
0
Ra geechveba she kai adamiano ligis liderebia sul amerikelebi da camyvani dzalac
Tuko
01 თებერვალი 2023 00:56
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0