მართალია, მარგვეთმა წააგო, მაგრამ მოგებას არანაკლებად იმსახურებდა. მეორე პერიოდში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი 15 ქულით დაწინაურდა, რაც თსუ-ელთა მოდუნებით, ხშირი შეცდომებით იყო განპირობებული. დიდ შესვენებამდე თსუ-მ ჩამორჩენა
წინა, მეოთხედფინალურ სერიაში იყო, თსუ კაკტუსთან პირველი ნახევრის შემდეგ 25 ქულას რომ აგებდა და გამარჯვების მოპოვება შეძლო. მართალია,ამჯერად ამხელა სხვაობა არ იყო, თუმცა მესამე პერიოდის დაწყებასთან ერთად უნივერსიტეტელთა შტურმიც დაიწყო და ანგარიში ხომ გათანაბრდა, თსუ 4 ქულით დაწინაურდა.
მარგვეთი არ შეეპუა მეტოქეს და ანგარიშს ხან ამცირებდა, ხან ათანაბრებდა, რამდენჯერმე დაწინაურდა კიდეც. ბოლოსწინა წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, როცა თამაშის ბედის განსაზღვრაში დიდი წვლილი შეიტანა გიორგი ცინცაძისა და ბექა ბექაურის ტანდემმა. ცინცაძემ ბექაურს ფარქვეშ, სამწამიან ზონაში ბურთი ჩაუგდო, ბექამ კი ჩააგდო. იგივე გაიმეორა ცინცაძე და ბექაურმა მომდევნო შეტევაში და თსუ 4 ქულით დაწინაურდა.
მარგვეთის ამერიკელმა უკანახაზელმა, ტობიას ჰოვარდმა სამქულიანით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა მანვე დაცვაში არასპორტული ჯარიმა მიიღო, რითაც თსუ-მა ისარგებლა და ბექაურის საჯარიმოების შემდეგ თსუ მიუწვდომელი გახდა.
თსუ-ში საუკეთესო იყო ბექა ბექაური, რომელმაც 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა. არანაკლებ სასარგებლო იყო გიორგი ცინცაძე, რომელმაც 18 ქულა, 13 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. 15 ქულა ჯიმონ ჰენსონის ანგარიშზეა. მარგვეთში საუკეთესო იყო ოთარ ბულიავა – 18 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 4 დაფარება. მარქუს გილსონმა 22 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
ან გუნდების ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მე-3 მატჩი კვლავ თბილისი არენაზე, 11 მაისს, 19:30 საათზე გაიმართება.
GBF