ეს იყო ძალიან თანაბრად მიმდინარე მატჩი, რომელშიც უმეტესწილად სტუმარი გუნდი ლიდერობდა, თუმცა ბევრით არა. "ორბის" უპირატესობა 9 ქულას არ გასცილებია, უმეტესწილად კი, 2-4 ქულას შეადგენდა. მატჩის შუაწელში
"ორბს" დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი რაიან ჰოლანდი, რომელმაც დღევანდელ მატჩში რვავე ორქულიანი ააცილა, თუმცა 8 მოხსნითა და 6 პასით თავისიანებს გვარიანად დაეხმარა. "ორბს" არ უჭირდა, რადგან უკანა ხაზში კიდევ ერთი გამრჯე ამერიკელი კენი კუპერი იშტაზე იყო და საბოლოოდ მოგროვებული 25 ქულითა და 5 პასით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა ჯონ ნეიგლის, რომელმაც 15 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. გაუ-ს შემადგენლობაში 22 ქულით ენდრიუ ლუისი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა აიზია სმოლს.
სერიის მე-2 შეხვედრა ისევ "თბილისი არენაზე", 22 აპრილს, 18:30 საათზე გაიმართება.
GBF.GE