ფრაი ემზადება, სენდეროსი ისვენებს

AutoSharing Option
შვეიცარიის ნაკრების თავდასხმის ლიდერი ალექსანდრ ფრაი ვარჯიშს შეუდგა და ჩილესთან მატჩისთვის გამალებით ემზადება. ფრაი შვეიცარიელთა ყველა დროის საუკეთესო მეგოლეა. გასულ კვირას შუაევროპელებმა ესპანეთის ნაკრები "ბაზელის" ფორვარდის გარეშე დაამარცხეს. ბუნებრივია, ჩილესთან მატჩის წინ ფრაის დაბრუნება სერიოზული უპირატესობა იქნება ოტმარ ჰიტცფელდის შეგირდებისთვის. არ არის გამორიცხული, გერმანელმა სპეციალისტმა ფრაი ეგრევე ძირითადში გაამწესოს.
თუმცა შვეიცარიის ნაკრებში ყველაფერი მთლად კარგად არ არის. ჰიტცფელდს რამდენადაც ფრაის დაბრუნება ახარებს, იმდენადვე სწუხს ცენტრალური მცველის ფილიპ სენდეროსის ტრავმის გამო. "ფულჰემის" ახალშენაძენი ესპანეთთან მატჩის დროს დაშავდა და შესაცვლელი გახდა. ამდენად,
ჰიტცფელდი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ჩილესთან მატჩი სენდეროსის გარეშე ჩაივლის.
ჩილე-შვეიცარიის (H ჯგუფი) მატჩი ხვალ ნელსპრუიტის "მბომბელაზე", თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს არის ცენტრალური დაპირისპირება ჯგუფში, რომლის ერთ-ერთი ბინადარი ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებიცაა...
ლევან ჯანეზაშვილი
"ლელო"







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული