ვილია გადარჩა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კარგი ინფორმაცია მიიღო. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ფურია როხას" ფორვარდი დავიდ ვილია შეიძლება დაესაჯათ ჰონდურასთან მატჩში მომხდარი ინციდენტის (ვილიამ მეტოქის ფეხბურთელ ემილიო ისაგირეს სახეში ხელი გაარტყა) გამო...

საქმის განხილვა უკვე შედგა და გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონის მეგოლე არ დაისჯება. როგორც ფიფას პრესსპიკერმა აღნიშნა, კომიტეტმა ვილიას დასასჯელად საფუძველი ვერ ნახა...

ვილიამ კომენტარი გააკეთა "კანალ პლუსთან" მატჩში: "მე ნამდვილად არ ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. მაგრამ დამიჯერეთ, ეს იყო ინსტინქტური საქციელი... მან ფეხი დამაბიჯა, რასაც არ ველოდი...
ჩემგან ეს ბუნებრივი რეაქცია იყო. მომავალში ვეცდები, ნერვები მოვთოკო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული