ნაკრების თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ ტევესის ორი თანაგუნდელი, პაბლო საბალეტა და სერხიო აგუერო მიიწვია, აი, კარლოსი კი - არა. სხვათა შორის, ნაკრებში ვენესუელასთან მარცხში მონაწილე ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი ვერ მოხვდა (გუტიერესი, ოტამენდი, ალვარესი, სალვიო, პარეხა, ინსუა, რინაუდო და პალასიო).
მეკარეები: სერხიო რომერო (სამპდორია), მარიანო ანდუხარი (კატანია).
მცველები: მარტინ დემიკელისი (მალაგა), ნიკოლას ბურდისო (რომა), ფედერიკო ფერნანდესი (ნაპოლი),ფაბიან მონსონი (ნიცა), პაბლო საბალეტა (სიტი),
ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (ბარსელონა), ევერ ბანეგა (ვალენსია), ფერნანდო გაგო (რომა), ხავიერ პასტორე (პარი სენ ჟერმენი), ნიკოლას გაიტანი (ბენფიკა), ხოსე სოსა (მეტალისტი), პაბლო გუინასუ (ინტერნასიონალი).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა), ანხელ დი მარია (რეალი), გონსალო იგუაინი (რეალი), ესეკილ ლავეცი (ნაპოლი),ხერმან დენისი (ატალანტა), სერხიო აგუერო (სიტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"