ფედერაციამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, "თეთრ-წითლების" ახალ თავკაცად ვალდემარ ფორნალიკი დანიშნა.
განიხილებოდა ასევე ეჟი ენგელისა და იაცეკ ზელინსკის კანდიდატურები. ფორნალიკმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. მას 14 ადამიანიდან 11-მა დაუჭირა მხარი. სამმა ხმა ზელინსკის მისცა, ნაკრების ყოფილი თავკაცი ენგელი კი მშრალზე დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"