პრობლემები დაკავშირებულია უშულოდ დუნგას გადაწყვეტილებებთან და პირველ რიგში ეს ეხება სამუნდიალო შემადგენლობას. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დუნგამ 23 კაცში ბევრი ისეთი ფეხბურთელი შეიყვანა, რომელიც ამის ღირსი არ იყო.
მოკლედ, ბრაზილიელები კიდევ დიდხანს იმსჯელებენ წარუმატებლობის
იტალიური სააგენტოების ინფორმაციით, დუნგას ალტერნატივად განიხილება ლეონარდო, რომელიც გასულ სეზონში "მილანის" თავკაცი გახლდათ, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და სილვიო ბერლუსკონისგან კრიტიკაც დაიმსახურა - "მილანი" მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა.
ლეონარდოს შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად ლუიშ ფელიპე სკოლარიც დასახელდა. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა იმედოვნებს, რომ სკოლარისთან საერთო ენის გამონახვას მაინც შეძლებს.