მათეუსი ბალაკს ურჩევს...

AutoSharing Option
ლოთარ მათეუსმა გულწრფელი რჩევა მისცა მიხაელ ბალაკს - ჯობია, სანაკრებო კარიერა დაამთავროო. გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანი მიიჩნევს, რომ ბალაკის არყოფნით ბუნდესგუნდმა მხოლოდ მოიგო.
"თუ მიხაელი გამოუტყდება საკუთარ თავს, რომ მის გარეშე ეროვნული გუნდი უკეთ თამაშობს და კონცენტრირებას გააკეთებს მხოლოდ საკლუბო ფეხბურთზე, ამით ის საკუთარ სიდიადეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს", - ასე სწამს ჰერ ლოთარს.
შეგახსენებთ, რომ ბალაკი მუნდიალს ტრავმის გამო აცდენს. 3 ივლისს ის არგენტინასთან ტრიუმფალურ გამარჯვებას დაესწრო და დიდადაც გაიხარა. ცოტა ხნის წინ მან გადაწყვიტა, რომ თავის ყოფილ კლუბ "ლევერკუზენში" გააგრძელოს
კარიერა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული