აღნიშნული სარემონტო სამუშაოების გაჭიანურების შესახებ ცნობა დაადასტურა ფიფას გენერალურმა მდივანმა ჯერომ ვალკემ და განაცხადა, რომ სტადიონი 15 მაისამდე მზად არ იქნება.
"სან პაულუში, მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩამდე 104 დღით ადრე, სტადიონი ჯერ მზად არ არის," - განუცხადა ველკემ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ "იტაკერაოზე" სარემონტო
ვალკემ თავის მხრივ დაამატა, რომ სან პაულუსა და კურიტიბას სტადიონებზე სარემონტო სამუშაოები ყველაზე გვიან მთავრდება იმ 12 სტადიონს შორის, რომლებიც ბრაზილიაში 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს მასპინძლობენ.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 12 ივნისს, ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში ჩატარდება და აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მომზადებულია sportsillustrated.cnn-ის მიხედვით