ფიფას ფოკუსი: მისი აღმატებულება ლიონელ მეორე

AutoSharing Option
ფიფამ რამე საქმეს ხელი მოჰკიდოს და ის სამართლიანად გამოუვიდეს? გუშინ შვეიცარიის ქალაქ ციურიხში საზეიმო ვითარებაში დაასახელეს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც პირველად ისტორიაში გაერთიანდა "ფრანს ფუტბოლის" ცნობილ გამოკითხვასთან. ასე რომ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელმა "ოქროს ბურთი" ჩაიბარა.

10 იანვრის გალა წარმოდგენისთვის დარჩენილი იყო სამი ნომინანტი, სამივე "ბარსელონას" წარმომადგენელი: ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი და ლიონელ მესი. როდესაც ხოსეპ გვარდიოლამ გამარჯვებულის ვინაობა გამოაცხადა, ფეხბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილი და თვით გამარჯვებისთვის შემართული ანდრეს ინიესტა გაოცებული დარჩა.

ბუნებრივია, მესი მხოლოდ ფიფას არჩეული არ არის, გამოკითხვაში
მონაწილეობა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებმაც, ეროვნულ ნაკრებთა თავკაცებმა და კაპიტნებმა მიიღეს, მაგრამ...

ჭეშმარიტად, მესი უნდა იყო, რომ მუნდიალის წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ისე მიიღო, მუნდიალზე გოლი ვერ გაიტანო. ამ არჩევამ, ნებით თუ უნებლიედ, მსოფლიოს ჩემპიონატის მნიშვნელობა დააკნინა და სანაკრებო ბატალიებზე წინ საკლუბო დააყენა. მაგრამ მესის "ბარსელონას" რომ არც დიდი საერთაშორისო ტიტული მოუგია?

გუნდი ხომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მილანის "ინტერთან" დამარცხდა. მუნდიალზე კი ათ ფეხბურთელს მაინც ჩამოგითვლით, რომელთაც ჯადოქარ არგენტინელზე უკეთ ითამაშეს.


საღამო ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გახსნა მოკლე მიმართვით, შემდეგ მან ადგილი "ფრანს ფუტბოლის" ერთ-ერთ ბოს ფრანსუა მორინიეს დაუთმო. წარსულში ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა პუბლიკას FIFA/FIFPRO WORLD XI წევრები წარუდგინა - 2010 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინეს: იკერ კასილიასმა (რეალი), ჟერარდ პიკემ, კარლეს პუიოლმა (ბარსელონა), ლუსიომ, მაიკონმა (ინტერი), ჩავიმ, ინიესტამ, მესიმ (ბარსელონა), ვესლი სნეიდერმა (ინტერი), კრიშტიანო რონალდომ (რეალი) და დავიდ ვილიამ (ბარსელონა).

ფიფას "ფეერ პლეის" პრიზი ჰაიტის 17-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა მიიღო, რომელთაც მიუხედავად დამანგრეველი მიწისძვრისა სამშობლოში, დიდებულად წარადგინეს ჰაიტი მსოფლიო ასპარეზზე.

ფიფას წლის საუკეთესო მწვრთნელი პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გახდა, რომელმაც 2010 წელს ორ გუნდს უთავკაცა, "ინტერსა" და "რეალს". მოურინიომ აჯობა მსოფლიოს ჩემპიონ მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს (მუნდიალის მნიშვნელობის კიდევ ერთი დამცირება) და "ბარსელონას" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას. წლის ქალთა საუკეთესო მწვრთნელი სილვია ნეიდი გახდა.

 

ფიფას პუშკაშის სახელობის პრიზი, რომელიც წლის საუკეთესო გოლის ავტორისთვის იყო განკუთვნილი, ფანების შერჩევით თურქეთის ნაკრების ნახევარმცველ ჰამით ალთინტოპს ერგო, რომელმაც საყოველთაო აღიარებით ყაზახეთის ნაკრების კარში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO].

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი 24 წლის ბრაზილიელი მარტა გახდა. ამის შემდგ კი დადგა კულმინაციიის ჯერი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ - მესი 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელია.

"დიდი მადლობა ამ ოვაციებისთვის. სიმართლე გითხრათ, დღეს მე გამარჯვებას არ ველოდი. ჩემთვის უკვე ის იყო დიდი პატივი, რომ აქ ვიმყოფებოდი ორ თანაგუნდელთან ერთად. გამარჯვებამ კი კიდევ უფრო დიდებული გახადა ჩემთვის ეს საღამო. მინდა ჩემი სიხარული და ეს პრიზი ყველა ბარსელონელსა და არგენტინელს გავუზიარო", - განაცხადა ლეომ სამადლობელო სიტყვაში. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა "ოქროს ბურთი" ზედიზედ მეორედ მოიპოვა, 2009 წელსაც მან გაიმარჯვა.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 10 /
მოდი დავაჯამოთ: ამ შედეგებით სრულდება ის ეპოქა როცა საკმარისი იყო ფეხბურთელს რამდენიმე კვირის მანძილზე (მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატს ვგულისხმობ) უმაღლეს დონეზე ეთამაშა და წლის დანარჩენი პერიოდი უკვე დიდ როლს აღარ თამაშობდა. მაგრამ მოდით ვაღიაროთ რომ მთავარი ხომ მაინც ყოველდღიურობაა: აქ ეროვნული და საკონტინენტო ტურნირები, მთავარი აქაა თავის გამოჩენა, თორემ 3-4 კვირისთვის კონცენტრირებული ვარსკვლავი ხომ ვარსკვლავი არაა (გაიხსენეთ სკილაჩი, კლოზემ კი თვოთონ აღიარა რომ მას მოკლე ტურნირებისთვის კონცენტრირება უკეთ გამოსდის ვიდრე გრძელი და გადამღლელი ბუნდესლიგისთვის). რაც შეეხება მესის ჩავარდნას მსოფლიოზე ამის მაგალითებიც არსებობს და ალბათ ამასაც კონკრეტული მიზეზები ჰქონდა (დაწყებული სუსტი მწვრთნელით დამთავრებული გადამღლელი სეზონით), ხოლო რაც შეეხება სნაიდერს, იგი შესანიშნავი ფეხბურთელია და ასევე კარგათ თამაშობდა ზაფხულის ჩათვლით, რის გამოც თავიდან სწორედ ის მოიაზრებოდა ნომერ 1-ლ პრეტენდენტად საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე, მაგრამ ამის მერე იმდენად "დაიკარგა" რომ შემდეგ სამეულშიც "არ შეუშვეს" და ალბათ სწორადაც მოიქცნენ: ბარსელონა მთელი სეზონი ინტერთან 1 მატჩის გარდა მართლაც შეუდარებელი იყო (რასაც თვით ინტერზეც ვერ ვიტყვით, თუნდაც მოურინიოს დროინდელის). ფიფა კი მართლაც უკორუმპირებულესი სტრუქტურააა მაგრამ ამ არჩევნებში ის უბრალოა, ნუ ერჩით, თავისიც ეყოფა!
ბექა76
12 იანვარი 2011 00:38
0
ფიფას გამოკითხვა კი ქვია მაგრამ ხმას აძლევს ფიფას წევრი ნაკრების კაპიტნები და მწვრთნელები ასე რომ რომ აქ ფიფა და ბლატერი არაფერ შუაშია .მესი რომ საუკეთესოა დღესდღეისობით ხომ ფაქტია რა.
irakli
11 იანვარი 2011 17:26
0
უაზრობაა რა,ეს არ უნდა გამხდარიყო.მსოფლიოზე რომ გოლს ვერ გაიტანს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რავი რა
cavalier
11 იანვარი 2011 16:38
0
უდავოდ ყველაზე 1 თავით მაგლა რო დგას მაგას რატ უნდა კამატი ჩემი აზრიტ ცინა სეზონი გენიალურად ცჰაატარა ტუ არ ცჰავტვლიტ მსოპლიოს და ეხლა უპრო გენიალურად ატარებს..
data
11 იანვარი 2011 13:10
0
როდის უნდა მოიგოს ესპანელმა ოქროს ბურთი ვერ გავიგე. ხავის და ინიესტას გარეშე მესი რომ ის მესი არაა, ყველამ კარგად დავინახეთ, ფიფას გარდა. ვინ აძლევდა საერთოდ ხმას, ვერ გავიგე?
gio
11 იანვარი 2011 12:32
0
beqa1685
მუნდიალზე გოლი ვერ გაიტანა და მისმა ნაკრებმა 4:0 წააგო თან უშანსოდ რანაირადაა პირველი???????არცერთი ბაიერნის ფეხბურთელი და საერთოდ არცერთი გერმანელი არ მოხვდა
საუკეთესო თერთმეტეულში. რობენი როგორც ყოველთვის კიდიათ ერთ ადგილას. არა რა, მაგარი უსამართლო დაჯოლდოება იყო, სნეიდერს რო სამეულში არ შეიყვან და საუკეთესო რო მესი გახდება. ასეთი საზიზღარი დაჯილდოება არ მინახავს არასდროს!!!!!!! კრისწინას დიდი ხათრი მაქ მარა დაჟე პოდოლსკიმ უფრო მეტი გააკეთა მუნდიალზე ვიდრე რონალდომ!!!!!!

საერთოდ ფიფა უკვე ამაზრზენად იქცევა !!!!
thomas
11 იანვარი 2011 12:20
0
thomas შესაზიზღებელი არაფერია სნეიდერი ერთი სეზონის ფეხბურთელი იყო მესი არის პირველი
beqa1685
11 იანვარი 2011 10:55
0
საზიზღრობაა პროსტა. კაცმა რომელმაც ყველაფერი მოიგო საკლუბო დონეზე 1 სეზონში, ითამაშა მსოფლიოს ფინალში, გაიტანა 5 გოლი, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო. ასეთი ფეხბურთელი არ გაგყავს სამეულშიც კი, ოქროს ბურთზე ლაპარაკი ზედმეტია. ამ სამეულიდან ჩავი იმსახურებდა ან ინიესტა და აძლევ მესის ტო, არც ლიგის ფინალში არ უთამაშია და მსოფლიოზე რაც შეძლო ეგ ყველამ კარგად ვნახეთ, მითუმეტეს შარშან მოგებული ქონდა უკვე. ჩავისთვის მაინც მიეცათ, კაცი დღეს-ხვალ კარიერას ამთავრებს ან ინიესტასთვის ფინალში გატანილი გოლის გამო. არა რა, ფიფას უსამართლო........, შემაზიზღეს ფეხბურთი საბოლოოდ : |
thomas
11 იანვარი 2011 10:48
0
მესი მესია! როგორც იქნა ეს "ტრადიციაც" დაირღვა და მსოფლიო ჩემპიონატის წელს საუკეთესო არა მსოფლიო ჩემპიონი არამედ მართლაც წლის (და არა მარტო წლის) საუკეთესო ფეხბურთელი დასახელდა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის 1 თვის გარდა უბრალოდ ზე-ფორმაში იყო!
ბექა76
11 იანვარი 2011 02:42
0

---

zaza
11 იანვარი 2011 02:03
0

სიახლეები პოპულარული