ზეპ ბლატერი: უნდა ეს პლატინის თუ არა, ფეხბურთში ტექნოლოგიები დამკვიდრდება

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა ფეხბურთში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში ლამის მთავარ მტრად უეფას ფრანგი ბოსი მიშელ პლატინი გამოიყვანა.

"გოლ ლაინ ტექნოლოგის", რომლის საშუალებითაც 100%-ით დგინდება, გოლი გავიდა თუ არა, დამკვიდრება უკვე დადგინდა, ოღონდ არა უეფას ტურნირებში. ამ ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი კონფედერაციათა თასის და მუნდიალის ყველა სტადიონი.

"ჩვენ არ გვაქვს განსხვავებული მოსაზრება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით უეფასთან. ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიცია მხოლოდ მიშელ პლატინისთან, რომელიც სასტიკი წინააღმდეგია ტექნოლოგიების ფეხბურთში დანერგვის. თუ პლატინის არ სურს, ეს მისი გადასაწყვეტია. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ - "გოლ ლაინ
ტექნოლოგი" აუცილებლად იქნება, ან "ჰოუკ აი", ან სხვა ალტერნატიული სისტემა
", - განაცხადა ფიფას შეფმა.

ასევე იხილეთ:
ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული