ჩეზარე პრანდელიმ იხუმრა?

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა იტალიურ სპორტულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ცნობილია, რომ "სკუადრა აძურა" "სიკვდილის ჯგუფში" მოხვდა და ურთიერთობის გარკვევა ინგლისის, ურუგვაის და კოსტა რიკის ნაკრებებთან მოუწევს. ჯგუფიდან გასვლის რეალურ პრეტენდენტებად იტალია, ინგლისი და ურუგვაი მოჩანან, კოსტა რიკას კი ყველა განწირულად მიიჩნევს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სულ სხვა მოსაზრება აქვს "აძურას" თავკაც ჩეზარე პრანდელის:

"რთული ჯგუფია და თქმა არ სჭირდება, რომ მერვედფინალში გასვლისთვის დიდი ბრძოლა მოგვიწევს, თუმცა მე მჯერა ჩემი შეგირდების და ვფიქრობ, რომ პირველ ადგილზე გასვლის კარგი შანსი
გვაქვს. ყველაზე რთული მეტოქე? - რა თქმა უნდა, კოსტა რიკა - ეს გუნდი სწრაფ და მობილურ ფეხბურთს თამაშობს, დაცვაში კარგად დგას და კონტრშეტევებზე მწარედ იჩხვლიტება. აასე რომ, ყველაზე მეტად კოსტა რიკას ვუფრთხით"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: კარგია, განთესილები რომ არ ვართ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული