6 დეკემბერს "ჯენოა" საკუთარ მოედანზე თასის 1/16-ფინალურ მატჩში მესამე ლიგის "ვირტუს ენტელასთან" დამარცხდა და მისი მწვრთნელი ივან იურიჩი გადააყენეს.
სტუმრები ძირითად დროში ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, დამატებით დროში გუნდებმა ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს, თამაში 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ქვედადივიზიონის წარმომადგენელმა 7:6 იმარჯვა.
როგორც იუწყებიან, იურიჩს ჩეზარე პრანდელი შეცვლის.
იურიჩმა გენუური გუნდი 9 ოქტომბერს ჩაიბარა, როდესაც სამუშაოდან დავიდე ბალარდინი დაითხოვეს. ის "ჯენოას" ღირსებას 2006-2010 წლებში იცავდა, შემდეგ მის დუბლებს, ხოლო 2016/20187 წლების სეზონში პირველ გუნდს წვრთნიდა.