დღეს, 6 მაისს, "ავჭალაზე" 2017/2018 წლების სეზონის დიდი 10-ის მეორე ფინალისტი გაირკვევა, რომელიც 13 მაისს "მიხეილ მესხზე", ქუთაისის "აიას" ჩემპიონის ტიტულს შეეცილება.
მცირე ფინალში ერთმანეთს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი თბილისის "ლოკომოტივი" და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის "ჯიქი" შეხვდებიან და ის 15 საათზე დაიწყება.
"ლოკომოტივმა" წლევანდელი რეგულარული პირველობა მოიგო, თუმცა შესარჩევ ფინალში ქუთაისის "აიასთან" 15:20 დამარცხდა. ის მატჩი "ავჭალაზე" გაიმართა და ახლა კვლავ "ავჭალაზე", რკინიგზელები გადამწყვეტ მატჩში მოსახვედრად იბრძოლებენ.
"ჯიქი" სატურნირო ცხრილში მესამე იყო და ფლეი ოფებში პირველივე
წლევანდელ სეზონში ამ გუნდებმა ორჯერ ითამაშეს აშკარა უპირატესობა "ლოკომოტივის" მხარესაა. პირველ წრეში, 8 ოქტომბერს, ისინი გორში შეიბნენ და სტუმრებმა 22:14 იმარჯვეს. რკინიგზელებმა ორის წილ 4 ლელო გაიტანეს. განმეორებითი მატჩი 10 მარტს "ავჭალაზე" შედგა და მისი პირველი ტაიმი "ჯიქმა" 11:0 მოიგო, თუმცა შესვენების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, გიორგი ბეგაძემ და გოშა შკინინმა ლელოები გაიტანეს, რამაზ ხარაზიშვილმა ერთი გარდასახა და "ლოკომოტივმა" 12:11 იმარჯვა.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ინდივიდუალურ მაჩვენებლებში სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლები ლიდერობენ. საუკეთესო მექულე "ჯიქის" მგეზავი მამუკა ნინიძეა, რომლის ანგარიშზე 153 ქულაა და დიდი ალბათობით პირველობას აღარავის დაუთმობს. "ლოკომოტივის" ფულბეკის, ბექა წიკლაურის ანგარიშზე მხოლოდ 76 ქულაა.
სამაგიეროდ, საუკეთესო მელელოვეებში 22 ლელოთი პირველ ადგილზეა გოშა შკინინი და მდევრებს ისიც ისე უსწრებს, ძნელად რომ ვინმე დაეწიოს. გორელთაგან საუკეთესო მელელოვე ნიკა ბიწაძეა, რომელსაც 9 ლელო აქვს გატანილი და საერთო ჩათვლაში გურამ ქანდაურაშვილთან ერთად(ხარები) მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.
მომზადებულია Rugby.ge-ის მიხედვით