რაგბი

დიდი 10

კოვიდის 14 შემთხვევა და გადადებული შეხვედრა

AutoSharing Option
"დიდი 10"-ის მოქმედ გამარჯვებულ ქუთაისის "აიას" რიგებში კოვიდ-ინფექციის გამოვლინებების გამო უახლოეს ტურში გასამართი მათი შეხვედრა გადაიდო - ამის შესახებ განცხადებას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

"სამწუხაროდ, "აიას" 14 მორაგბეს კოვიდი დაუდასტურდა და შაბათს "იუნკერებთან" შინ გასამართი შეხვედრა გადაიდო.

გუნდი ერთკვირიან კარანტინში გადავიდა."

მიმდინარე გათამაშებაში, რომელსაც "ბათუმი" ლიდერობს, "აია" მე-8 პოზიციას იკავებს.


altდიდი 10 - ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება

altდიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება

ტეგები: