საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ, 2019-2020 წლების საქართველოს კაცთა და ჭაბუკთა ლიგების ჩემპიონატების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, საჭირო გახდა საშეჯიბრო დებულებაში დროებითი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ერთი წელი იმოქმედებს.

2020-2021 წლების სეზონში დიდ 10-ს ორი კლუბი და ელიტაში 12 გუნდი ითამაშებს. დიდ 10-ში ადგილი შეინარჩუნეს თბილისის ‘ლელო-სარასენსმა’, ‘ბათუმმა’, ქუთაისის ‘აიამ’, რუსთავის ‘ხარებმა’, თბილისის ‘აკადემიამ’, გორის ‘ჯიქმა’, ბოლნისის ‘ყოჩებმა’, თბილისის ‘იუნკერებმა’, თბილისის ‘ლოკომოტივმა’ და მარნეულის ‘არმაზმა’. მათ პირველი ლიგიდან დაემატა ორი მოწინავე – ქუთაისის ‘არესი’ და პატარძეულის ‘ვეფხვები’.

შეჯიბრის სისტემა

მომავალ სეზონში ეს 12 გუნდი სამ ეტაპად ითამაშებს. პირველ ეტაპზე ისინი ორ ექვს-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ერთ ჯგუფში მოხვდნენ ‘ლელო-სარასენსი’, ‘ხარები’, ‘აკადემია’ ‘იუნკერები, ‘ლოკომოტივი’ და ‘ვეფხვები’; მეორე ჯგუფში ითამაშებენ ‘ბათუმი’, ‘აია’, ‘ჯიქი’, ‘ყოჩები’, ‘არმაზი’ და ‘არესი’.

გუნდები ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც, მეორე ეტაპზე, თითოეული ჯგუფის მოწინავე სამ-სამი გუნდი 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფს შექმნიან, ხოლო მეოთხე-მეექვსე გუნდები ასევე 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდებიან და ლიგაში დასარჩენად იბრძოლებენ.

მეორე ეტაპზე ყველა გუნდს გადაყვება პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები. ის გუნდები, რომლებიც პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ, მეორე ეტაპზე ერთმანეთს აღარ შეხვდებიან და შინ და გარეთ მხოლოდ მეორე ჯგუფში მყოფ სამ გუნდს შეხვდებიან.

მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, მოწინავე ექვსეულის გუნდები საჩემპიონო ფლეი ოფში ჩაერთვებიან. ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთეს ეთამაშება. ორი მოწინავე პირველ ეტაპზე ისვენებს და ფლეი ოფში ნახევარფინალიდან ჩაერთვება.

ქვედა ექვსეულში ფლეი ოფები არ გაიმართება და ბოლო სამი გუნდი 2021/2022 წლების სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს, მეცხრეადგილოსანი კი, პირველი ლიგის მეორე გუნდთან ფლეი ოფს ითამაშებს.

პირველი და რეგიონალური ლიგები

2020/2021 წლების სეზონში, პირველ ლიგაში ასევე 12 გუნდი ითამაშებს. თბილისის ‘არმიას’, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგს’, სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’, თბილისის ‘დინამოს’, ქუთაისის ‘ბაგრატს’, ოზურგეთის ‘არწივებს’, თბილისის ‘დევებს’ და თბილისის ‘ივერია ვარკეთილს’, რეგიონალური ლიგის 2019/2020 წლების სეზონის შეწყვეტამდე, ფლეი ოფში გასული ოთხეული დაემატება – თბილისის ‘ხვამლი’, ‘თელავი’, წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ჭიათურას ‘რაგბის სკოლა’.

12 გუნდიანი ელიტის მსგავსად, გუნდები აქაც გადანაწილდებიან ორ 6-გუნდა ჯგუფში. მეორე ეტაპზე თითოეული ჯგუფის სამ-სამი მოწინავე დიდ 10-ში ასასვლელად გააგრძელებს ბრძოლას, დანარჩენები კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებას ეცდებიან. პირველი ლიგის გამარჯვებული დიდ 10-ში პირდაპირ აღზევდება, მეორეადგილოსანი კი დიდი12-ის მეცხრეადგილოსანთან ფლეი ოფებს გამართავს. 2021/2022 წლების სეზონში, პირველ ლიგაში გუნდების რაოდენობა კვლავ 10-მდე შემცირდება.

რეგიონალურ ლიგაში მონაწილეობის სურვილი ჯერჯერობით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 4-4-მა გუნდმა გამოთქვა. განცხადებების მიღება გრძელდება და ჩემპიონატის ჩატარების დებულება მონაწილეთა რაოდენობის გარკვევის შემდეგ გახდება ცნობილი.

ასევე უცნობია რამდენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას დუბლების გათამაშებაში, რომელში მონაწილეობაც ნებაყოფლობითია და არა სავალდებულო. გუნდებმა დუბლშემადგენლობის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტში განცხადება 21 აგვისტოდან 28 აგვისტომდე უნდა წარადგინონ. აქ სქემა კლასიკური იქნება და მონაწილეები შინ და გარეთ, ორ წრედ ითამაშებენ.

ჭაბუკთა ლიგები

არაფერი იცვლება ჭაბუკთა „ა“ და „ბ“ ლიგაში და გუნდები ახალ ჩემპიონატს იმ მოცემულობით დაიწყებენ, რა მოცემულობაც 2019/2020 წლების სეზონის წინ ჰქონდათ.

ქართული კლუბებისთვის სატრანსფერო ფანჯარა 24 აგვისტოს გაიხსნება და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გუნდებს განაცხადების წარდგენის ვადა 16 სექტემბრამდე ექნებათ.

დიდი 10-ის 2020/2021 წლების სეზონი სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში, ხოლო პირველი ლიგა სავარაუდოდ სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

irakli
ხო ლიგებს ლიდერბეთი კრისტალბეთი არქვით და კიდე გაყიდიან თამაშებს როგორც ეს ბევრმა გააკეთა.თუმდაც ერთი მაგალითი ვიტჯორჯია რომლის ფეხბურთელი ტაქსაობს დგეს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს