- პირველ ტაიმში იყო ერთი-ორი მომენტი, როცა შეგვეძლო უფრო მეტი ქულა გაგვეკეთებინა. გარდა ამისა, მეორე ტაიმში ბურთის ფლობას ვცდილობდით და გვიწევდა დაცვითი თამაში. 4 წლის წინ ჩვენ ეს თამაში წავაგეთ, ახლა კი მოვიგეთ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პოზიტიური მომენტი, ახალგაზრდების ნაწილმა პირველად ითამაშა და ბრწყინვალედ გამოიყენა თავისი შანსი.
- ეს თამაში ჩვენ მოვიგეთ თუ ამერიკამ წააგო?
- პირველ ტაიმში კაცნაკლულმა 3 ლელო დავდეთ, მეორე ტაიმში კი ვერა. ეს ხომ არ არის იმის ბრალი, რომ შემცვლელებმა ითამაშეს ცუდად?
- მეორე ტაიმში იმათ ოცდაორში ჯერ დერეფანი წავაგეთ, შემდეგ შერკინება და ამით ჩვენს თავზე წნეხი განვიცადეთ. ტესტ-მატჩის მოგებისას არის დეტალები, რასაც ვაკვირდებით და ვიყენებთ. მნიშვნელობა არა აქვს რა ანგარიშით გაიმარჯვებ, მოგება ყოველთვის მოგებაა. ყველა ტესტ-მატჩის მოგებას ვერ შევძლებთ.
- ვითარდება თუ არა ნაკრები და ხედავთ თუ არა წინსვლას?
- მიზანი იყო ნოემბრის ტესტებზე სამივე მატჩის მოგება, მაგრამ მხოლოდ ორში შევძელით გამარჯვება. ეს ტესტ-რაგბია, რეიტინგში ჩვენს წინ 11 გუნდია, მათ არ სურთ რომ შენ გაიმარჯვო.
ახლა დავინახე რამდენიმე ბიჭი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის გამოგვადგება. განვითარება გვაქვს ვარჯიშის კუთხით, გუნდურობის კუთხით და ძალიან დიდი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული
- ამერიკასთან ყოველთვის გვიჭირს თამაში, ხომ არ ჩამოყალიბდა ამერიკა უხერხულ მეტოქედ?
მერაბ შარიქაძე: შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ამერიკასთან ყოველთვის რთულია თამაში. უხერხულ მეტოქეებთან ისე უნდა ვითამაშოთ, რომ დავძლიოთ ეს ბარიერი. თუნდაც კანადა ავიღოთ, ადრე ის უხერხული მეტოქე იყო, მაგრამ დღეს აღარ არის. რაც მთავარია გავიმარჯვეთ.
შედეგი არის იმაზე მეტი ვიდრე ეროვნული საკლუბო რესურსი გვაქვს და ვიმსახურებთ.
და პრტენზიები გვაქვს მწვრთნელთან, თუ რატომ დიდი ანგარიშით არ მოვუგეთ ქვეყანას, რომელსაც ეროვნულ დონეზე გაციებით მეტი რესურსი აქვს.
განუზომელი ამბიცია - აი რაც გვაქვს გვაქვს!
ორი ათეული საშუალო ევროპული დონის მოთამაშეებით ვითხოვთ რომ დავანგრიოთ ამერიკა, რომელიცეროვნულ დონეზე მთელი თვაით მაღლა დგას?