რაგბი

ეროვნული ნაკრები

ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან

AutoSharing Option
6 ერის პირველი 2 რაუნდის შემდეგ ინგლისის მორაგბეთა ნაკრები, შესაძლოა, საქართველოს დაუპირისპირდეს.

ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის განცხადებით, მათ ამ პერიოდში რამდენიმე თავისუფალი კვირა ექნებათ და აპირებენ, თბილისში მოემზადონ.

"თბილისში ნამდვილად კარგი იქნება სეზონის ამ პერიოდში ვარჯიში.

მე მინდა ჩემი ფორვარდები გამოვცადო მსოფლიოში უძლიერესი შერკინების ხაზის წინააღმდეგ. ქართველები ამ კრიტერიუმით საუკეთესონი არიან.

საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან და კარგი იქნება, ჩვენი თავი ამ ასპექტში იმ გუნდის წინააღმდეგ გამოვცადოთ, ვინც ამ კუთხით ჩვენზე უკეთესია.

ქართველებს შესანიშნავი წითელი ღვინო და კარგი კერძები აქვთ.

მაგრამ საქართველოში ვიზიტი მხოლოდ გეგმაა და ზუსტად არ ვიცით, რა მოხდება. ჩვენ ასევე კარგი ურთიერთობა გვაქვს შოტლანდიასთან, უელსთან და იტალიასთან. ვცდილობთ, დაცვითი უნარებიც გავაუმჯობესოთ.

შორ მანძილზე მგზავრობა ვარჯიშს უფრო რთულს და შესაბამისად, სასარგებლოს გახდის", - აღნიშნა ჯონსმა.

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ