„ედი ჯონსის ვიზიტი დიდი პატივი და ქართული რაგბის დაფასებაა. ის ივლისში, შოტლანდიასთან მატჩის წინ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს თამაში კოვიდ-პანდემიის გამო გაუქმდა. ჯონსი მაინც ჩამოდის საქართველოში და ჩვენს მწვრთნელებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებს. გარდა ამისა, ის მიიღებს ინფორმაციას, თუ რა დონეზე ვიმყოფებით და გვექნება სიღრმისეული
„ჯონსთან ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და ინგლისში წლების წინ გამართული ერთობლივი წვრთნები, მისი მხრიდან ქართული რაგბის დაფასების გარდა, გარკვეულწილად სწორედ ამ მეგობრობის შედეგია. სამწუხაროდ, 17 ივლისს შოტლანდიასთან მატჩისთვის, ედის საქართველოში ვიზიტი ვერ შედგა, რადგან ეს თამაში გაუქმდა, თუმცა ჯონსმა საქართველოში ჩამოსვლა არ გააუქმა და თუ ვირუსმა კვლავ არ შეგვიშალა ხელი, ის 18 აგვისტოს ჩამოვა. ვფიქრობ, ჩვენი მაღალი მიღწევების მწვრთნელებისთვის ფასდაუდებელი იქნება ედის კონსულტაცია. სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრებს ვერ დაესწრება ლევან მაისაშვილი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და ამ სახის კონსულტაციებში ჩართვის შესაძლებლობა არაერთხელ მიეცემა“ – დაამატა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ბაჩო ხურციძემ.
შეგახსენებთ, ჯონსის ინიციატივით, "ბორჯღალოსნები" ორჯერ – 2018-19 წლებში იმყოფებოდა ინგლისში და "ვარდებთან" ერთობლივი წვრთნები გამართა.
„მსგავსი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანასა და კლუბში მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა ცოდნის გასაღრმავებლად, გამოცდილების გასაზიარებლად. მნიშვნელოვანია, რომ ამით დიდ დახმარებას ვუწევთ მზარდ სარაგბო ქვეყნებს, ისეთს, როგორიც საქართველოა“ – ამბობს ჯონსი.
rugby.ge