ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ედი ჯონსი ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტს დატოვებს. როგორც კი ეს ცნობილი გახდა, დაიწყო საუბრები, თითქოს ის ფრანგულ "რასინგ 92"-ს ჩაუდგება სათავეში ან იაპონიის ეროვნული გუნდის კონსულტანტი გახდება.

ახლა მას ახალი ვარიანტი და როგორც ამბობენ, ყველაზე სერიოზული გამოუჩნდა. ედის თვალი ამერიკელებმა დაადგეს და ნაკრების ჩაბარება შესთავაზეს. ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რვაწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ასეთ შემთხვევაში ჯონსი აშშ-ის ნაკრებს 2031 წლის საშინაო მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

თავად ჯონსმა ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ ინგლისის შემდეგ
ნაკრებში მუშაობა არ სურს, მაგრამ ეტყობა, ამერიკელთა წინადადება ძალიან საინტერესოა. კიდევ უფრო საინტერესოა Sydney Morning Herald-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, გამოცემა ირწმუნება, რომ ამერიკულ მხარეს ედისთან ხელშეკრულების გაფორმების საკითხში ქართველების მხრიდან სერიოზული კონკურენტი ეყოლებათ.

ეს ამბავი, ცოტა არ იყოს და, დაუჯერებლად მოჩანს, ვინაიდან ძნელი წარმოსადგენია, საქართველოს რაგბის კავშირმა 62 წლის ჯონსს ამერიკელებზე უფრო მაცდუნებელი წინადადებით მიმართოს. თუმცა, ვინ იცის...

მკითხველის კომენტარები / 36 /
როგორც არ უნდა მივედ-მოვედოთ, მაისაშვილი და მისი გუნდი შედეგს დებს- მსოფლიოსათვის-ს ა ჭ ი რ ო ა შერკინებაში სიმძლავრის დაბრუნება(რამაც მოუგო უელსს), ძველებურის;ჯარიმა,აუტი,მოლი-ლელოს გათამაშების,როცა უკანა ხაზი ვერ არღვევს მაგრად დამუშავება-მაგრად მომზადება,მისთვის აუტის,მოლის სპეცლისტებიც გვჭირდება,აუტში,რაც შეიძლება უშეცდომოთ ვითამაშოთ,ზოგადად კარიმების არ აკიდებისათვის,რაქში და დაცვაში აგრესიული თამაში...და რომ შევძლოთ-გვჭირდება ფიზიკურად კარგად მომზადება და ჯგუფიდან გავალთ.
უნდა გავითვალისწინოთ,ამ მოგების შემდეგ- ჩვენი ნაკრების თამაშს განსაკუთრებით შეისწავლიან,სუსტი მხარეების ძებნას დაიწყებენ,ბოლო-10 წუთიც რომ გვიჭირს-სწორად ამ დროს მასიურ იერიშებს დაიწყებენ და ა.შ. და ა.შ.

საპასუხოთ-მაგრად მომზადებასთან ერთად,თამაშ-ში ტაქტიკა-სტრა-ის შეცვლა-გადაწყობა-დაბრუნებაც სწრაფად უნდა შეგვეძლოს და ჯგუფში ყველა გუნდზე მოგება შეგვიძლია,ავსტალიაზეც.
კახაბერი
15:05 24-11-2022
2
ცოტაც მოვიცადოთ და მაისაშვილი თუ ჯგუფიდან გაგვიყვანს მერე მოქალაქეობაც ჩამოვართვათ და მწვრთნელობაც. შემდეგ საერთოდ გავაგდოთ ქვეყნიდან. ღირსია აბა რა? წელს რა შედეგებიც გვქონდა ისტორიაში არ გვქონია და პატივი ვცეთ ქართულად.
G.LA
19:36 22-11-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული