მილტონ ჰეიგი: თვალწარმტაცი რაგბი ვითამაშეთ

AutoSharing Option
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის 47:0 დამარცხების შემდეგ, გუნდის თამაშითა და შედეგით, ასევე ქუთაისში, ‘აია არენაზე’ შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი დარჩა მილტონ ჰეიგი:

„ანგარიშით და თამაშით კმაყოფილი ვარ. ქუთაისში კარგი გარემო იყო და შევძელით თვალწარმტაცი რაგბის თამაში. იყო რაღაც დეტალები, რის გამოსწორებაზეც მომდევნო კვირაში ვიმუშავებთ და მოვემზადებით გერმანიასთან სათამაშოდ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იზრუნა რომ ეს თამაში ქუთაისში გამართულიყო. ასევე ქომაგებს, რომლებმაც ბოლომდე გაავსეს სტადიონი და გულიანად გვიგულშემატკივრეს.

„ძალიან კმაყოფილი ვარ მიხეილ გაჩეჩილაძის თამაშით. გურამ შენგელიას
მხოლოდ 10 წუთი ჰქონდა თავის გამოსაჩენად, თუმცა თავი კარგად გაართვა. ნაკრებს პირველად უკაპიტნა გიორგი ნემსაძემ და ეს მოვალეობა ძალიან კარგად შეასრულა. ის ნაკრებში უფროსი თაობის წარმომადგენელია, წლებია ამ გუნდის წევრია და პასუხისმგებლობას თავი კარგად გაართვა“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული