"ბორჯღალოსნებმა" რუსეთის ნაკრები წვიმასა და სეტყვაში პრემიალურით დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში სტუმრად რუსეთი ანგარიშით 29:9 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი წვიმისა და სეტყვის თანმხლებით მიმდინარეობდა. პირველი 15 წუთი რუსებმა აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" და ანგარიშის გახსნაც მოახერხეს. მასპინძლებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში თავის სასარგებლოდ 3:0 გახადეს.

24-ე წუთზე კი ქართველები დაწინაურდნენ. ლელოს ავტორი ანტონ ფეიქრიშვილი გახდა, ხოლო სოსო მათიაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ 7:3 გახდა.

ამის შემდეგ კი "ბორჯღალოსნების" თამაში გაუარესდა და ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. 29-ე წუთზე რუსებმა კვლავ ზუსტად
დაგვირტყეს ჯარიმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს 6:7.

ტაიმის ბოლო წუთებზე კი მასპინძლებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს და ანგარიშში დაწინაურდნენ - 9:7.

48-ე წუთზე ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე ქართველებმა მოიპოვეს. სოსო მათიაშვილი კვლავ ზუსტი იყო და "ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ 10:9.

65-ე წუთზე "ბორჯღალოსნებმა" კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს. ამჯერად ლელო გიორგი ნემსაძემ დაამიწა, ხოლო მათიაშვილმა გარდასახა და ქართველები 17:9 დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე კი მიხელ გაჩეჩილაძემ დაამიწა ლელო, მათიაშვილმა კი კვლავ ზუსტად გარდასახა.

77-ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ფეხით შეგორებული ბურთი ანზორ სიჭინავამ დაამიწა. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა და ანგარიში ჩვენს სასრგებლოდ 29:9 გახდა. ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნებმა" პრემიალური ქულა მიპოვეს და სატურნირო ცხრილში უკვე 19 ქულა აქვთ.

"ბორჯღალოსნები" ტურნირის მორიგს შეხვედრას რუმინეთთან 18 მარტს "დინამო არენაზე" 16:00 საათზე გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 29 /
ჰეიგი არის მწვრთნელი რომელიც მუშაობს ,ეძებს, შრომობს , ასწავლის და სწავლობს. უკმაყოფილო ხალხს კი დაფიქრებისკენ მოვიწოდებ . ეს ტურნირი ჩვენთვის სამუშაო პროცესია მხოლოდ და მეტი არაფერი. ჩვენ გვახსოვს საკალათბურთო ნაკრების საოცარი ამხანაგურები და ევრობასკეტზე კი სრული ფიასკო. და არამარტო კალათბურთი ნებისმიერ სპორტში გადამწყვეტ თამაშებზე და ტურნირზე გვიჭირს. აქ კი უნდა განისაღვროს რო არა რუსეთთან ვიყოთ ფორმის პიკში ,არამედ ზუსტად იქ და იმ დროს სადაც საჭიროა , ეს დრო კი მსოფლიო თასია. ასე შევეშვათ "ვარჯიშების" კრიტიკას და ვაღიაროთ რო ქართული რაგბი ვითარდება ხარისხობრივადაც რაოდენობრივადავ და შიდა თუ გარე ასპარეზზე. წარმატებები ქართულ რაგბს.
რიგითი გულშემატკივარი
21:04 10-03-2018
0
ვინც მწვრთნელის შეცვლას ითხოვთ, მაინტერესებს ცხოვრებაში რამე თუ შეგიქმნიათ ღირებული ან ერთი მოსწავლე მაინც თუ აღგიზრდიათ? გუნდის შენებას, მითუმეტეს სათამაშო სტილის შეცვლას კოლოსალური შრომა უნდა. ჰეიგი ამას მინიმალური დანაკარგებით ახერხებს და მადლობის თქმის ნაცვლად აგინებთ. ირლანდიამ ან უელსმა დიდი გაჭირვებით რომ მოგვიგეს, ვინმეს მოუვიდა აზრად მწვრთნელის ან გუნდის შეცვლა? სად სწავლობთ ასეთ აზროვნებას თუ მოგზავნილები ხართ?
ზაზა გ.
18:59 10-03-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული